„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნლარია, ხოლო საოპერაციო – 9.8 მლნ ლარი
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“2020 წლის ფინანსური აუდიტი დაასრულა, დასკვნის თანახმად,„საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და 213 მილიონ ლარს გაუტოლდა.
მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით „საპარტნიორო ფონდის“ შეზღუდული საინვესტიციო აქტივობისა და პანდემიისა, რომელმაც ყველა ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, ფონდმა 2020 წელი მოგებით დაასრულა. „საპარტნიორო ფონდის“ წმინდა მოგებამ 3.7 მლნ ლარი, ხოლო საოპერაციო მოგებამ – 9.8 მლნ ლარი შეადგინა.
მოგეხსენებათ, ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგება გულისხმობს როგორც ფონდის, აგრეთვე – მისი შვილობილი კომპანიების „გაერთიანებულ“ ანგარიშგებას. აღსანიშნავია, რომ კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ხარჯები რომ არა, 2020 წელს კონსოლიდირებული ფინანსურიანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგება 133.8 მლნ ლარი დაფიქსირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება $2.5 მილიარდაშშ დოლარსშეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა $300 მილიონი აშშ დოლარია – ანუ ფონდმა შეძლო,მის მიერ საშუალოდ ინვესტირებულ 1აშშ დოლარზე $8 აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციამოეზიდა. „საპარტნიორო ფონდის“ საშუალო ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე კი შეადგენს 15%-ს. ფონდის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით,ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ17 მლნ ლარის ინვესტიციებს ახორციელებს დადაახლოებით 20.5 მლნ ლარის უკუგებას იღებს ინვესტიციებიდან. ზემოაღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა ფონდის მიერ 2018 წლამდე დამტკიცებული პროექტების ფარგლებში.
„საპარტნიორო ფონდის“მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და ფონდში შემავალ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებში დასაქმებულია 15,000-მდე თანამშრომელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდისპროექტებისა და მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით ყოველწლიურად ბიუჯეტში 200 მლნ ლარზე მეტი შედის.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის დასკვნის მიხედვით, 2019 წელი „საპარტნიორო ფონდმა“70.9 მილიონი ლარისმოგებით დაასრულა, მათ შორის,44 მილიონი ლარიფონდის საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება იყო.