Геннадий Арвеладзе, заместитель директора по реализации DCFTA, представил отчет и План действий на 2024 год.
Министерство экономики и устойчивого развития Грузии, Геннадий Арвеладзе из комитета по интеграции ЕС представили отчет о реализации соглашения ЕС об углубленной и всеобъемлющей зоне свободной торговли (DCFTA) за 2023 год и План действий на 2024 год.
Депутат отреагировал 14 декабря 2023 года на заявление Европейской комиссии о статусе кандидата Грузии и сказал, что на самом деле Грузия очень интенсивной работой и результатами добилась признания. «Это ответ на европейский выбор страны, который поддерживает подавляющее большинство нашего населения; это ответ властям Грузии, твердая воля всего, что сделало страну европейской и евроатлантической интеграцией. Наша дальнейшая цель на этот год — по окончании переговоров о вступлении в ЕС начать переговоры, к которым активно готовимся“, — заявил Геннадий Арвеладзе.
Заместитель министра МПС представит подробную информацию о текущих и будущих реформах, которые направлены на внедрение в Грузии европейских стандартов и подхода, основанного на передовой европейской практике. Согласно законодательству Грузии, DCFTA предусматривает сверхурочную работу в размере 65% от среднего приблизительного значения законодательных актов ЕС.
Геннадий Арвеладзе заявил, что в 2023 году в экспорте выросли такие важные товарные позиции, как минеральная вода — на 17%, фруктовые и овощные консервы — на 46%, другие спиртосодержащие напитки — на 27%, удобрения — на 94% и т.д. «По данным компании-экспортера ЕС за 2023 год, количество 2014 по сравнению с 78% и 1006 соответственно. Соглашение о введении в действие рынка ЕС значительно повысило осведомленность о грузинских продуктах, а также вывело на рынок такие новые продукты, как: киви, сушеный лимон, хурма, черная смородина, клюква, яблоки, айва, фруктовый джем, любители гор, чурчхела, животные, мебель, стеклянные бутылки, пластиковая посуда, мед, рыбная мука», — сказал Геннадий Арвеладзе. По данным министерства, ведется активная работа с малым и средним предпринимательством, продвижение его конкурентоспособности, расширение их новых экспортных рынков, поддержка углов.
Геннадий Арвеладзе рассказал о сотрудничестве с ЕС в области торговли, продвижения малого и среднего предпринимательства, надзора за рынком, стандартизации и метрологии, аккредитации, коммуникаций, государственных закупок и других областях.
Заместитель министра также обратил внимание на План действий на 2024 год и на предстоящие мероприятия.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2023 წლის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და განაცხადა, რომ ეს ფაქტი საქართველოს მიერ გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა. „ეს არის პასუხი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს; ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებაზე, რომ ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენი შემდგომი მიზანია წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით“ — აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო რეფორმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებას. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 65%-ზე მეტთანაა დაახლოებული.
გენადი არველაძის განცხადებით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მინერალური წყალი — 17%-ით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები — 46%-ით, სპირტიანი სასმელები — 27%-ით, აზოტოვანი სასუქები — 94%-ით და სხვ. „2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა და 1006 შეადგინა. შეთანხმების ამოქმედებიდან ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის ცნობადობა და ასევე ბაზარზე შევიდა ისეთი ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, შავი მოცხარი, მოცვი, ვაშლი, კომში, ხილის ჯემი, ტყლაპი, ჩურჩხელა, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები, პლასტმასის ჭურჭელი, თაფლი, თევზის ფქვილი» — აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მათი ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის კუთხით.
გენადი არველაძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ ვაჭრობის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, ბაზარზე ზედამხედველობის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კომუნიკაციების, საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებებით.
მინისტრის მოადგილემ ასევე გააახვილა ყურადღება 2024 წლის სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.