ბულგარეთი ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცა საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად

ოფიციალურ ცერემონიაზე, 2020 წლის 3 ივნისს, თბილისში, ბულგარეთის რესპუბლიკიდან ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, 400 კომპლექტიანი მაღალი ხარისხის დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის სახით – სპეციალიზებული დამცავი ტანსაცმელი, ჩაფხუტი და სათვალე.
ჰუმანიტარული დახმარება ბულგარეთიდან გაიგზავნა საქართველოში, როგორც Team Europe პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ასახავს პარტნიორი ქვეყნების დახმარებას კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მის შედეგებზე.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ, შემოწირულობა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს.
ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მაჯგალაძე.

ბულგარელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ დახმარება შეესაბამება ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და ტრადიციული ბულგარეთის მხარდაჭერას თბილისის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისთვის, და რომ ეს ასახავს ბულგარეთის ღვაწლს ევროკავშირის ინიციატივაში, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის ბრძოლას კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ და მის შედეგებზე.
მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ბულგარეთის რესპუბლიკას შეწირვისთვის.
100 კომპლექტის ოდენობის დახმარება ბულგარეთის მხარემ შესთავაზა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ ჩამოაყალიბა პარტნიორობა განვითარების დახმარების ფარგლებში და რომლებიც მუშაობენ ბავშევბთან, ვინც იმყოფება რთულ პირობებში.
შემოწირულობა განხორციელდა ბულგარეთის ვიცე- პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის ეკატერინა ზახარიევას ინიციატივით და დაფინანსებულია “დახმარება სგანვითარების მიზნით ” ხაზით. ეს ბულგარეთის 12 ქვეყნის მხარდაჭერაა – დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ პარტნიორობა და სამხრეთ სამეზობლო, საერთო ოდენობა 636,150 ბულგარული ლევაა.




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *