პრეზიდენტი კ. ტოკაევი: ერთი წლის განმავლობაში სიტყვიდან საქმეზე. ყაზახეთი მიდის პროგრესული რეფორმების კურსით.
2019 წლის 9 ივნისს კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ამომრჩეველთა 70% -ზე მეტი მხარდამჭერთა ხმით.
ყაზახეთში ხორციელდება პოლიტიკური რეფორმების მსხვილი პაკეტი, რომელიც ხსნის ახალ ეტაპს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თანმიმდევრულ ლიბერალიზაციაში. ის ეხება დემოკრატიის საბაზო ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას – მოქალაქეთა უფლებებს მშვიდობიან შეკრებაზე, არჩევნების ორგანიზებას და პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.
ა/წ მაისის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა ქვეყნის შემდგომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან რიგ კანონებს. მათ შორის – ”ყაზახეთის რესპუბლიკაში მშვიდობიანი შეკრებების ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ”, ”ყაზახეთის რესპუბლიკაში არჩევნების შესახებ”ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და ”პოლიტიკური პარტიების შესახებ” ყაზახეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.
კანონი სრულად შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას. დოკუმენტში გაწერილია მშვიდობიანი შეკრებების საბაზო პრინციპები: ისინი უნდა იყვნენ კანონიერი, ნებაყოფლობითი, არაძალადობრივი და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს არც სახელმწიფოსთვის და არც მოქალაქეებისთვის. ასევე გამორიცხულია ჟურნალისტების საქმიანობის შემზღუდავი აკრძალვები და მოვალეობები.
ამიერიდან ყაზახეთის ქალაქებში მოეწყობა საჯარო მოედნები მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებების გასამართად, ხოლო მშვიდობიანი შეკრებების შესახებ შეტყობინების პროცედურა შემცირდება 15-დან 5 დღემდე.
”ჩვენ ვქმნით ახალ პოლიტიკურ კულტურას. პირველ პლანზე გამოდიან მოსაზრებების პლურალიზმი, ალტერნატიული შეხედულებები. ხელისუფლება არ თვლის, რომ უთანხმოება – დესტრუქციაა, ”- აღნიშნა პრეზიდენტმა კ. ტოკაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის აზრით, დროა საზოგადოებამ და სახელმწიფომ ადეკვატურად აღიქვან პოზიციების საჯაროდ გამოხატვა. ”და უმჯობესია, აქამდე მივიდეთ დამოუკიდებლად, შეგნებულად და არა იძულებით”, – აღნიშნავს სახელმწიფოს მეთაური.
წინა კანონი მიღებულია 25 წლის წინ და, ყაზახეთის ექსპერტებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, დიდი ხანია საჭიროებს კონცეპტუალურ გადახედვას. 2020 წლის ახალი კანონი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს – ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პრინციპებს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლს. კანონით უზრუნველყოფილია ყველაზე მნიშვნელოვანი – ნების გამოხატვის უფლება.
ახალ დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი მშვიდობიანი შეკრებების საბაზო პრინციპები: ისინი უნდა იყვნენ კანონიერი, ნებაყოფლობითი, არ იყვნენ ძალადობრივი და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს არც სახელმწიფოსთვის, არც მოქალაქეებისთვის. ანუ, დაცულია ადამიანის უფლებათა პრინციპები – ”დაშვებულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის” და ”შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები”.ამრიგად, კანონი “მშვიდობიანი შეკრებების შესახებ” გახდა დასტური „შემსმენელი სახელმწიფოს” კონცეფციის წარმატებით განხორციელებისა, რომელიც გამოაცხადა პრეზიდენტმა კ. ტოკაევმა.
სრულყოფილდება კანონმდებლობა არჩევნების შესახებ. ახალი კანონები კიდევ უფრო გააძლიერებს ქალთა და ახალგაზრდების უფლებებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე. ისინი ითვალისწინებენ საარჩევნო პარტიულ სიებში 30%-იანი სავალდებულო კვოტის დაწესებას ქალებისა და 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის.
ახლა ყაზახეთის პარლამენტის 22% წარმოდგენილია ქალებით (ქალთა საშუალო წარმომადგენლობა OECD-ს საკანონმდებლო ორგანოებში არის 30%). პარლამენტის მაჟილისში (ქვედა პალატა) ქალთა რაოდენობა არის 29, სენატში – 6, ხოლო 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები პარლამენტში ჯერ-ჯერობით წარმოდგენილნი არ არიან.
მასლიხატებში (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები) ქალთა წარმომადგენლობაა დაახლოებით 22% ანუ 740 ქალი, ხოლო 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდობა – მხოლოდ 53 დეპუტატია. სულ ყაზახეთში, მასლიხატებში სადეპუტატო მანდატების საერთო რაოდენობაა 3335.
სტატისტიკის თანახმად, დღეს ყაზახეთში ცხოვრობს 4.5 მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ქალი და 20-დან 29 წლამდე ასაკის 2.8 მილიონი ახალგაზრდა. დღეიდან, მოქალაქეების აღნიშნული კატეგორია უფრო ფართო მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს და პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატების არჩევნებში.
ზოგადად, კვოტირების პოლიტიკა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკაა. სპეციალური პარტიული კვოტები გამოიყენება ევროპის ქვეყნებში და ყველაზე გავრცელებულია გერმანიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში, სადაც ეს ნორმები კანონით არის განმტკიცებული.
ახალი კანონით ყაზახეთში სპეციალური კვოტების დაწესება სტიმული გახდება ყაზახეთის ახალგაზრდა თაობისთვის და ქალებისთვის, იმისთვის, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალი სამართლებრივი ნორმები ამოქმედდება 2021 წელს – პარლამენტის მაჟილისის მორიგი არჩევნების წელს (წინა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2016 წელს. ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მაჟილისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი).
ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესწორებები “არჩევნების შესახებ” საკონსტიტუციო კანონში და “პოლიტიკური პარტიების შესახებ” კანონში გახდა რეფორმის პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აგრძელებს ყაზახეთის პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციას.
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად საჭირო ხელმოწერების ბარიერის დაწევა 40 ათასიდან 20 ათას ადამიანამდე – მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყაზახეთის პარტიული სისტემის შემდგომი განვითარებისთვის.
ამრიგად, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს პარტიების გავლენის ზრდას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე. ისინი გაამარტივებენ ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნას და ქვეყანაში პარტიული ცხოვრების საერთო აქტივიზაციას, რაც, როგორც მოსალოდნელია, დადებითად აისახება სახელმწიფო გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესებზე. დღესდღეობით ყაზახეთში რეგისტრირებულია და მოქმედებს 6 პოლიტიკური პარტია.
კანონებით გათვალისწინებული ზომები ერთობლივად მიმართულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცის გადაფორმატირებისკენ, პარტიულ სფეროში კონკურენციის ამაღლებისკენ და არჩეული ორგანოებისთვის უფრო ინკლუზიური, დაბალანსებული ხასიათის შეძენისკენ.
ყაზახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სოციალური პოლიტიკის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ყაზახეთის პრეზიდენტი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მოქმედი პოლიტიკური სისტემის სრულყოფის სფეროში.
2019 წელს, თავის წინასაარჩევნო პროგრამაში, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მკაფიოდ გამოხატა თავისი ხელმძღვანელური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები – ეს არის ”მემკვიდრეობითობა. სამართლიანობა. პროგრესი”. და ყაზახეთის პრეზიდენტობის პირველივე წლის განმავლობაში, იგი წარმატებით ახორციელებს ამ პრინციპებს საკანონმდებლო დონეზე.
მემკვიდრეობითობა – უზრუნველყოფილია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლის გაძლიერებით, რითაც ხდება ყაზახი ხელმძღვანელების ახალგაზრდა თაობის მომზადების უზრუნველყოფა, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობენ სახელმწიფოს ეფექტურ განვითარებას.
სამართლიანობა – განხორციელებულია გენდერული ბალანსის განვითარებით ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა კვოტების მეშვეობით, აგრეთვე მშვიდობიანი შეკრებებისთვის მოქალაქეების უფლებების გამყარებით და პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის ახალი შესაძლებლობებით.
პროგრესი – ზოგადად აისახება ყაზახეთის თანმიმდევრულ მოძრაობაში პოლიტიკური მოდერნიზაციის გზაზე და სახელმწიფოს ცხოვრების დემოკრატიული პრაქტიკების გაფართოებაში.
და მიღებული პოლიტიკური რეფორმების პაკეტის მაგალითზე ჩანს, რომ “შემსმენელი სახელმწიფოს” კონცეფციის განხორციელებისას, პრეზიდენტი კ. ტოკაევი, დაპირებისამებრ, ითვალისწინებს პირველ რიგში მოქალაქეების მოთხოვნებს. ამგვარად, ახალ ისტორიულ ეტაპზე, ყაზახეთი აგრძელებს დემოკრატიის განმტკიცებას, რომლის განვითარების კურსი თავიდანვე და შეგნებულად აირჩია რესპუბლიკის ერმა თითქმის სამი ათეული წლის წინ.
ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი