ეიპიემ ტერმინალს ფოთი 10 წლისაა!

ეიპიემ ტერმინალს ფოთი 10 წლისაა!
ეიპიემ ტერმინალსი საქართველოში უდიდესი მრავალმიზნობრივი, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას 2011 წლის მაისიდან შეუდგა. გასული ათი წლის განმავლობაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისა და მოდერნიზაციის კუთხით განხორციელდა 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც
მიმართული იყო მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის, სანავსადგურე ფლოტის, საბაჟო ცენტრისა და სარკინიგზო და საავტომობილო გზების განახლებაზე. პარალელურად, გატარდა არაერთი მრავალმხრივი ცვლილება ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. შედეგად, გაიზარდა ნავსადგურის საოპერაციო მოცულობა;
დღესდღეობით, ნავსადგური ოპერირებს გლობალური საოპერაციო და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, და რაც მთავარია, მომხმარებლებზე ორიენტირებულობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ნავსადგურის მომსახურებებით მოსარგებლე მხარეების
კმაყოფილების ამაღლების მხრივ. მაერსკის გლობალური სტრატეგიის კვალდაკვალ, ეიპიემ ტერმინალს ფოთს საქართველოს
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გრძელვადიანი ხედვა აქვს, რისი ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითიცაა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი. აღნიშნული წამოწყება უმნიშვნელოვანესია დაგეგმილი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისთვის, რაც
გააძლიერებს საქართველოს როლს შუა აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის და სრულიად რეგიონის ეკონომიკებს. ახლახანს გამოცხადებული მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მიზნად
ისახავს ფოთში მცირე მეწარმეობის გამოცოცხლებას, წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს ეიპიემ ტერმინალს ფოთის სისტემური მიდგომისა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური პროექტითა თუ ინიციატივით ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ხარისხიანი განათლება,
სოციალური დაცულობა თუ მდგრადი განვითარება.
“გვეამაყება, რომ ეიპიემ ტერმინალსის მმართველობის პირობებში, ფოთის საზღვაო ნავსადგური ყალიბდება თანამედროვე, სტაბილურ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ეფექტურ ორგანიზაციად, ნავსადგურის კიდევ მეტად განვითარების დიდი სამომავლო გეგმებით, რაც
საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის ფოთისთვის, საქართველოსა და სრულიად რეგიონისთვის” განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა. არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნავსადგური მოკრძალებულად ხვდება აღნიშნულ საიუბილეო თარიღს. თუმცა, გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენს თითოეულ
თანამშრომელს და მათ ოჯახის წევრებს, მომხმარებლებს, ფოთის მცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ზოგადი მიმოხილვა “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 58 ქვეყანაში, 75 მოქმედი პორტისა და ტერმინალის ქსელით.
2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს.
ნავსადგურში 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის, რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს,
სადაც 20-ზე მეტი სანავსადგურე ამწეა განლაგებული. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების შესყიდვის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული სანავსადგურე ინფრასტრუქტურის,
საბაჟო საწყობის, სარკინიგზო და საავტომობილო გზებისა და სერვისების განახლებაგაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის / ტექნიკის განახლება იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი, როგორც ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მნიშვნელოვანი კარიბჭის, პოზიცია.

DCIM\100MEDIA\DJI_0015.JPG

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *