ახალი ავიაკოპმანია Bees Airlines ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ახალი ავიაკოპმანია Bees Airlines ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში✈️?? 9 ივნისს, უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airlines კიევი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში ხუთი სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.??✈️10 ივნისიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიევის მიმართულებით, Ukraine International Airlines განაახლებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.✅ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით სამი უკრაინული ავიაკომპანია (Sky Up, Bees Airlines, UIA) ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *