„ტოიოტას” ხელმძღვანელობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ეწვია

„ტოიოტას” ხელმძღვანელობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ეწვია 24 ივნისს, ბატონი ქოჯი მაცუნო – „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი , ბატონი ტომოია იამაგუჩი – „ტოიოტა კავკასიის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი და ქალბატონი რუსუდან მელაძე – „ტოიოტა კავკასიის“ ლოგისტიკის ხელმძღვანელი „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ეწვივნენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, „ტოიოტას“ წარმომადგენლები შეხვდნენ ნავსადგურის ხელმძღვანელობასა და ოპერაციების გუნდს და უშუალოდ გაეცნენ, თუ როგორ ხდება ნავსადგურში მათი წარმოების ახალი ავტომობილების გადმოტვირთვა, დასაწყობება და გაშვება საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

2021 წლის დასაწყისიდან, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახორციელებს „ტოიოტას“ მარკის ახალი ავტომანქანების ბორნით მიღება-დამუშავებას, საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებისათვის. ახალი ავტომანქანები წარმოადგენს სპეციფიურ ტვირთს, რომლის დამუშავება უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს, რათა პირველ მფლობელებს ახალ, პრაქტიკულად ხელუხლებელ მდგომარეობაში მიეწოდოს. შესაბამისად, გემიდან აღნიშნული ტვირთის განსაკუთრებული სიფრთხილით გადმოტვირთვის, ნავსადგურის ტერიტორიაზე დასაწყობებისა და გაცემის საფეხურების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ დანერგა ახალი პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურების თანმიმდევრულ და მდგრად მიწოდებას.

”მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ „ტოიოტას“ რეგიონულ წარმომადგენლებს ნავსადგურში. აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც გვაძლევს საშუალებას უკეთ გავეცნოთ ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს, მივაღწიოთ და გადავაჭარბოთ მათ მოლოდინს მომსახურების კუთხით და სიღრმისეულად შევისწავლოთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი, როგორც ადგილობრივ, ასევე, რეგიონულ დონეზე.” – განაცხადა იენ როლინსონმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა.

ვიზიტის ფარგლებში, „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელ გუნდთან. უშუალოდ მათი ტვირთების დამუშავების პროცესის განხილვის შემდეგ, სტუმრები ეწვივნენ ნავსადგურის სხვადასხვა ობიექტს, გაეცნენ საოპერაციო პროცესს და მიიღეს ინფორმაცია ნავსადგურის სამომავლო გაფართოების პროექტის შესახებ. ”შეხვედრისას განვიხილეთ ეიპიემ ტერმინალსში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ორგანიზაციაში ცნობილი როგორც „ეიპიემ ტერმინალსის მუშაობის პრინციპები“, რომლის ძირითადი პრინციპები კონცეპტუალურად კარგად ნაცნობია „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებისთვის, რადგან იგი დაფუძნებულია მსოფლიოში ცნობილ ტოიოტას მართვის სისტემაზე.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სტუმრებთან საერთო “Lean ენაზე” საუბარი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტრანსფორმაციის გზით, ეიპიემ ტერმინალსი განაგრძობს კაი-ზენის (გაუმჯობესების) კულტურის, როგორც ჩვენი საქმიანობის საყრდენი კომპონენტის, განვითარებას, მუდმივად მიისწრაფვის რა ოპერაციების სრულყოფისკენ.” – აღნიშნა მეთიუ რანტანენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ოპერაციების დირექტორმა. ”ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტმა და ფოთის გავლით, ცენტრალურ აზიასთან ლოგისტიკური კავშირის განვითარების გეგმებმა, რადგან ჩვენი შეფასებით, ფოთი ბუნებრივად წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და აზიას შორის. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ლოგისტიკის სექტორისადმი, რომელიც შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას პანდემიის პირობებში. ეჭვგარეშეა, ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში მუშაობენ, აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ჩვენ მათ გარეშე ვერ შევძლებდით არსებობას.” – განაცხადა ბატონმა ქოჯი მაცუნომ, „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტმა.

 ზოგადი მიმოხილვა

“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს. 2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *