ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა “ჩინური ენის ხიდის” სტუდენტური კონკურსი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა “ჩინური ენის ხიდის” სტუდენტური კონკურსის რიგით მე-11 შესარჩევი ეტაპი. წელს კონკურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. მონაწილეები ჟიურის წინაშე მოხსნებით წარდგნენ, უპასუხეს შეკითხვებს ჩინეთის კულტურისა და ენის შესახებ, ბოლოს კი კულტურული ნომრები წარადგინეს. პირველი ადგილი დაიკავა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა რატი მდივანმა. გამარჯვებული საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას რიგით მე-20 “ჩინური ენის ხიდის” საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება.