ქალაქ გუანჯოუს ცენტრში, ,,სარტყლისა და გზის ბიზნეს სახლის“ საერთაშორისო საგამოფენო-სავაჭრო ცენტრის განვითარების ფორუმი გაიმართა
2021 წლის 26 ივლისს, გუანდონის პროვინციის ქალაქ გუანჯოუს ცენტრში, ,,სარტყლისა და გზის ბიზნეს სახლის“ საერთაშორისო საგამოფენო-სავაჭრო ცენტრის განვითარების ფორუმი გაიმართა, რასაც მოჰყვა საზეიმო ვითარებაში სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის 25 ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო-საგამოფენო ცენტრისა და ქართული რესტორნის გახსნის ცერემონიალები.გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ გუანჯოუში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბატონი არჩილ კალანდია, ნეპალის, თურქეთის, პანამის, არგენტინის გენერალური საკონსულოს კონსულები ქალაქ გუანჯოუში, ტაილანდის სამეფოს გენერალური საკონსულოს კომერციული განყოფილების კონსული, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის გუანდონის პროვინციული კომიტეტის თავმჯდომარე, გუანდონის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა სამსახურის დირექტორი, გუანდონის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი, გუანჯოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დირექტორი და ადგილობრივი ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები.