საქართველოში განიხილეს უბირთვო სამყაროს შექმნის ყაზახეთის გლობალური ინიციატივები
საქართველოში განიხილეს უბირთვო სამყაროს შექმნის ყაზახეთის გლობალური ინიციატივები თბილისი, 2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში (GSAC) გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახეთის წვლილი გლობალურ სამყაროში ბირთვული იარაღის გარეშე“, მიძღვნილი სემიპალატინსკის საცდელი პოლიგონის დახურვის 30-ე წლისთავისადმი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ ქართველმა ანალიტიკოსებმა, არამედ ექსპერტებმაც უკრაინიდან. პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ყაზახეთის დამოუკიდებლობის მიღებამდე ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავისი განკარგულებით დახურა მსოფლიოში უმსხვილესი ბირთვული იარაღის ცდების პოლიგონი სემიპალატინსკში. ყაზახეთმა, როგორც უკვე სუვერენულმა სახელმწიფომ, მსოფლიოში თავისი სიძლიერით მე-4 ბირთვულ არსენალზე უარის თქმით, მოახერხა მსოფლიო საზოგადოების ნდობის განმტკიცება და მისი საიმედო, აქტიური პარტნიორი გახდა.პოლიტიკოსმა, დიპლომატმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC, 2000-2004 წწ.) და დემოკრატიისთვისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამი, 2006-2016 гг) ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა თავის გამოსვლაში მოგვითხრო ყაზახეთის მიერ ბირთვულ არსენალზე უარის თქმის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ისტორიულ მნიშვნელობაზე. მისი სიტყვებით, ყაზახურმა მხარემ თავისი გაბედული გადაწყვეტილებით ნიველირება მოახდინა 1990იან წლების დასაწყისში არსებული რისკებისა და საშიშროებების, რომელებიც ცენტრალური აზიის რელიგიური და ექსტრემისტული დაჯგუფებებიდან მომდინარეობდა. მათი მისწრაფებები ასევე ბირთვულ იარაღზე იყო მიმართული. მთლიანობაში, ვ.ჩეჩელაშვილის აზრით, ყაზახეთი მედროშეა ამ საკითხში და მკაფიო სიგნალს აძლევს მსოფლიოს, რომ 21-ე საუკუნეში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უბირთვო სამყაროს პირობებში. „ყაზახეთის მაგალითი ძალზე მნიშვნელოვანია ანტიბირთვული მოძრაობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის. საქართველო, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი, სრულად ასრულებს თავის ვალდებულებებს. ვფიქრობ, საქართველო შეძლებდა უბირთვო მსოფლიოს ყაზახური ინიციატივის ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში“, – აღნიშნა ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორმა, პროფესორმა ლია ჭელიძემ. „ლიდერთა გლობალური ალიანსის შექმნა ბირთვული უსაფრთხოებისათვის და მსოფლიოსთვის ბირთვული იარაღის გარეშე და „ნაზარბაევის პრემიის დაწესება უბირთვო სამყაროსთვის და გლობალური უსაფრთხოებისათვის“, პრაქტიკული ნაბიჯებია ყაზახეთის განიარაღების ინიციატივების განხორციელებაში“, -აღნიშნეს ექსპერტებმა.მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ყაზახეთის ძალისხმევას გლობალური ბირთვული განიარაღების სფეროში, ხაზი გაუსვეს მოქალაქეთა უფრო დიდ ჩართულობის მნიშვნელობას საერთაშორისო ანტიბირთვულ მოძრაობაში.ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში