თბილისში გაიმართა საინვესტიციო კონფერენცია INVEST HUB

საინვესტიციო კონფერენცია INVEST HUB 2022, 28 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წარადგინა „კულტურათაშორისი კომუნიკაციის ცენტრმა“, მოახდინა საქართველოს როგორც რეგიონალური საინვესტიციო ჰაბის პოზიციონირებადა საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენა გლობალური ბიზნესისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

2 საათის განმავლობაში, მაღალი რანგის სპიკერებმა, გლობალურ აუდიტორიას წარუდგენენ ეკონომიკური რეფორმები დასაქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები 2022 წლისთვის.

ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონკრეტული პროგრამებისა და თითოეული სექტორის პორტფოლიოების შესახებ. უცხოელ სტუმრებს გააცნეს საქართველოს ბიზნეს კლიმატი და ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

მაღალი რანგის სტუმრებმა ისაუბრეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, განიხილეს ტრენდები და საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო. ინვესტორებმა გაუზიარებენ საკუთარი ინსაითები და საქართველოს, როგორც საინვესტიციო დანიშნულების ადგილის შერჩევის შედეგად მიღებული წარმატებული გამოცდილება.

კონფერენციის ფარგლებში, არაბ და ჩინელ ინვესტორებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა არაბულ კომპანია Swefland-სა და ჩინურ კომპანია OPLUS GROUPS შორის, ასევე, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი Swefland-ს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ REGI BASE-სა და REGI BASE Georgia-ს შორის.

კონფერენციის ინიციატორია Swefland Group, ორგანიზატორი კი „კულტურათაშორისი კომუნიკაციის ცენტრი“, რომლის მიზანია არაბი, ჩინელი, ევროპელი და საერთაშორისო ინვესტორების წინაშე საქართველოს, როგორც საინვესტიციო ჰაბის პოზიციონირება, 2022 წლის ტენდენციების, ახალი შესაძლებლობებისა და საინვესტიციო ლანდშაფტის გაცნობა და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის წარდგენა ინვესტორებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა covid რეგულაციების სრული დაცვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *