საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი აღინიშნება

თბილისში ყაზახი მოაზროვნის აბაი კუნანბაევის ძეგლი გაიხსნება

28 აპრილს, 16:30 საათზე, საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში ყაზახი მოაზროვნისა და პოეტი-განმანათლებლის აბაი კუნანბაევის ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. (მის: ანაპის 414-ე დივიზიის სახელობის ქუჩა, მე-16 კორპუსის მიმდებარედ)

ღონისძებაზე სიტყვით გამოვლენ  ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკუს კენბაევი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე,ყაზახეთის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამედჟანოვი. ასევე დაესწრებიან პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, თბილისის მერიის,  კულტურის სფეროს, მედიის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ღონისძიება საქართველოსა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურითანამშრომლობისსამთავრობათაშორისო კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობით ეწყობა. ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია. ძეგლი ბათუმის ნავთობტერმინალისა და სასტუმრო ატლასის მხარდაჭერით შეიქმნა. ღონისძიების  მიზანს ორი ქვეყანის  კულტურის გაცნობა, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და ხალხთა დაახლოება  წარმოადგენს.

ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის — ,,თამარიონის» (ხელმძღ: ზვიად ჯინჯარაძე, თიკო კორძაია) მოცეკვავეები თათიაბორაშვილი. ბაჩოკორძაია ქართულ ცეკვას,„დაისს“ შეასრულებენ. ეროვნულ ცეკვას წარმოადგენენ სტუმრად მყოფი ყაზახი ნორჩი მოცეკვავეებიც.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში აბაი კუნანბაევის დაბადებიან 175 წლისთავი საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. იმავე წელსმისი ლექსების კრებული ქართულ ენაზეც გამოიცა. თარგმანი საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, სახელმწიფო პრემიის ლაურიატს მაყვალა გონაშვილს ეკუთვნის, რომელმაც აბაის შემოქმედების მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

აბაი კუნანბაევი არის ყაზახი პოეტიგანმანათლებელისაზოგადო მოღვაწეყაზახური ეროვნული ლიტერატურის ფუძემდებელიკომპოზიტორიდაიბადაგამოჩენილიფეოდალიკუნანბაიუსკენბაევისოჯახშისწავლობდასემიპალატინსკშიმედრესეში. მან შეისწავლარუსული და ასევეარაბულისპარსულიდასხვააღმოსავლურიენებითავისლექსებშიის გამოდიოდაკლანისთავადაზნაურობისძალადობისადათვითნებობისწინააღმდეგპოეტი ადანაშაულებდა ყაზახი ფეოდალების სასამართლო პროცესს და ეწინააღმდეგებოდა სოციალურ ბოროტებასმან დაინახა ერთადერთი გზა ახალი ცხოვრებისკენ განმანათლებლობაშიგარდაქმნის საქმეშიადამიანის სულიერ განთავისუფლებაშიშესაბამისად, მან მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო პოეზიას და ლიტერატურას.მისი ნამუშევრები ნათარგმნია  მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის, ინგლისური, არაბული, ესპანური, იტალიური, გერმანლი რუსულ, თირქული, ფრანგული, იაპონური, ლატვიური და აშ. ამჟამად აბაის ძეგლები აღმართულია გერმანიაში, უნგრეთში, თურქეთში, ირანში, ეგვიპტეში, რუმინეთში, ჩნეთში, კორეაში, რუსეთშ, უზბეკეთსა და მსოფლიოშ სხვა ქვეყნებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *