თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან 5 წელი შესრულდა
2017 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ უმნიშვნელოვანესი, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მიიღო. ასე დაედო საფუძველი პროცესს, რომელმაც საქართველო თამბაქოსგან სრულიად თავისუფალი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღსრულება 2018 წლის პირველ მაისს დაიწყო, თამბაქოს კონტროლის რეფორმების დადებით შედეგებს უკვე ვიმკით: საზოგადოების გაუმჯობესებული ჯანმრთელობით, მოზარდებში პასიური მწეველობის უმძიმესი ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებით, მოწევაზე თავის დამნებებელთა და დანებების მსურველთა სიმრავლით და სხვა.
რეფორმის ყველაზე მასშტაბური შედეგიასაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება.ე.წ. სამასპინძლო დაწესებულებებშითამბაქოს კვამლის გაქრობის პირდაპირპროპორციულად იმატასტუმრებმა და არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის მომხრე ექსპერტების „შიში“, თითქოს დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა ბიზნესს დააქცევდა. არც თამბაქოს ნაწარმის გარერეკლამის აკრძალვამ დაასამარა სარეკლამო ბიზნესი, ბილბორდები სხვაბიზნესის რეკლამამ ჩაანაცვლა.
რამდენადაც თამბაქოს კონტროლის რეფორმები შედეგიანია, იმდენად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია პოზიციების აღდგენის, შენარჩუნების, ბაზარზე ახალი სეგმენტის შექმნის და გამრავლების მიზნით. თამბაქოს მწარმოებლები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აცხადებენ,რომ სიგარეტი მართლაც კლავს და თუ მოწევა გსურთ, ელექტრონულ და გასახურებელ სიგარეტს მიეძალეთო, რომელიც მათი თქმით, მოწევის ჯანსაღი ალტერნატივაა. მოწევის ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა კი,თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებაზე სრულად უარის თქმაა, რისთვისაც სახელმწიფო სხვადასხვა სერვისებსა და პროგრამებს სთავაზობს მოწევაზე თავის დანებების მსურველთ.
მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება მწეველობის, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მიმართ. მწეველებიც კმაყოფილი აღნიშნავენ,რომ დახურულ სივრცეში თამბაქოს ბუღი აღარ აწუხებთ.
დასანანია, რომ ხშირ შემთხვევაში მოწევის წესის დამრღვევები არა რიგითი მოქალაქეები, არამედ, ე.წ. ცნობადი სახეები არიან. ასეთი დამრღვევები აპრილის თვეშიც დაფიქსირდნენ. მონიტორინგის სამსახურმა, რომელიცჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ყოველთვიურად რანდომული პრინციპით შერჩეულ დაწესებულებებს (მინ. 400 დაწესებულება) ამოწმებს,თამბაქოს კანონისაღსრულებას აფასებს და საინფორმაციო და კვლევით სამუშაოებსეწევა, 112-ის მობილური აპლიკაციით აღმასრულებლები გამოიძახა შემდეგ დარღვევებზე:ტ/კ „პირველის“ შენობაში ტელეწამყვანი ირინა ონაშვილიელექტორნულსიგარეტს მოიხმარდა. კანონის თანახმად, დახურულ სივრცეში ნებისმიერი ტიპის და ტექნოლოგიის თამბაქოს ნაწარმის მოხმარება იკრძალება. თბილისში, დარიალის 14-ში მდებარე კაფე-რესტორან „ბროწეულებში“ მომღერალი ანრი ჯოხაძე და უცნობიქალბატონიეწეოდნენ. მოწევის ფაქტი დაფიქსირდა ტ/კ „რუსთავი2“-ის საგრიმიოროშიც. ყველა აღნიშნული ფაქტი გადაეცა პოლიციის შესაბამის განყოფილებებს, ისევე, როგორც სამასპინძლო ბიზნესის კუთვნილ სივრცეში მოწევის წესის დარღვევის სხვა ფაქტები:გორში, კაფე „ლა ავენიუში“ ,თბილისში, კაფე „მასკიში“ (ეწეოდნენ ჩილიმს, რაც პირველი შემთხვევა არ იყო და საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა ობიექტი 2000 ლარით)მარნეულში, ნარიმანოვის 4-ში მდებარე კაფეში ასევეეწეოდნენ ჩილიმს, მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობაში დაცვის თანამშრომლი ელ. სიგარეტსმოიხმარდა. ამ და სხვა ფაქტებზე რეაგირება მოხდინეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც პერიოდულად სასწავლო ტრენინგებს გადიან მონიტორინგის სამსახურის დახმარებით. მოწევის წესის დარღვევები ყოველთვიურად მცირდება და ვიმედოვნებთ, ჯიუტი დამრღვევები მიხვდებიან, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი დახურულ სივრცეში ერთნაირად კრძალავს მოწევას, საქართველოში, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც კანონის დარღვევისთვის ბევრად უფრო მაღალი ჯარიმებია გადასახდელი და საერთოდაც მოწევა კარგ ტონად არ ითვლება.