„მრგვალი მაგიდა“ თემაზე „რელიგიათაშორისი და ინტერცივილიზაციური დიალოგი მშვიდობისა და ჰარმონიისთვის“

საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ორგანიზებით და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობით გაიმართა ღონისძიება, თემაზე „რელიგიათაშორისი და ინტერცივილიზაციური დიალოგი მშვიდობისა და ჰარმონიისთვის“.

მრგვალი მაგიდა, რომელიც ონლაინ ფორმატში მოეწყო, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII ყრილობას მიეძღვნა და მისი მიზანია რელიგიათა შორის ურთიერთკავშირების გაძლიერება, თანხმობის შენარჩუნება და მის უზრუნველსაყოფად ქვეყნების ექსპერტებს შორის მოსაზრებების გაცვლა, ყაზახეთის რესპუბლიკის დადებითი იმიჯის ფორმირება მსოფლიო ასპარეზზე და მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა დაგეგმილი VII ყრილობის პოპულარიზაცია, რომელიც 14-15 სექტემბერს ქალაქ ნურ-სულთანში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თავმჯდომარეობით იგეგმება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახური და ქართული მხარე, კერძოდ, სამდივნოსა და ყრილობის წევრები, წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. „ყაზახეთს სამართლიანად უწოდებენ „ცივილიზაციათა გზაჯვარედინს“.

“ჩვენი რესპუბლიკა ოდითგანვე იყო ბუნებრივი საზღვარი მსოფლიოს უდიდეს რელიგიებს – ისლამს, ქრისტიანობასა და ბუდიზმს შორის. საუკუნეების მანძილზე აქ ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ხალხისა და ეთნოსის წარმომადგენლები. აქ ყალიბდებოდა ძლიერი კულტურული და სამეურნეო კავშირები, რასაც ამ ქვეყნის ხალხი დღემდე ინარჩუნებს და შთამომავლობას გადასცემს. ყაზახეთის ეთნოკულტურული და კონფესიური მრავალფეროვნება არის უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ღირებული კულტურული მიღწევები სხვა ხალხებთან გავცვალოთ. სულიერი დიპლომატიის პრინციპების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტაში, მხოლოდ ერთმანეთთან სოლიდარობა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს ყველა საინტეგრაციო პროცესში, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობა გავაუმჯობესოთ,“ – მიაჩნიათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

დღეს ყაზახეთის რეპუსბლიკაში 130-ზე მეტი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. რელიგიური გაერთიანებების რაოდენობამ 3808-ს მიაღწია, რომლებიც წარმოდგენილია 18 რელიგიური კონფესიით. „მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა ყრილობა“ პირველად 19 წლის წინ გაიმართა. ყრილობამ, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, მსოფლიოში ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად ეწყობა. ყაზახეთი მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიებს შორის დიალოგის გასამართად უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმად იქცა და პოზიტიურ როლს თამაშობს საზოგადოებებს, რელიგიებსა და კულტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგის, რელიგიათაშორისი შემწყნარებლობის, კეთილგანწყობის და ურთიერთგაგების დამყარებაში. ყრილობა აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების, წამყვანი საერთაშორისო სტრუქტურების/ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა გაერო, ეუთო, ცივილიზაციათა ალიანსი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მსოფლიო ისლამური ლიგა, იუნესკო და მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ავტორიტეტული ლიდერები. I-VI ყრილობების ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის ძლიერი კავშირების განმტკიცების პროცესი, რაც ხელს უწყობს სასულიერო იერარქების კონსოლიდაციას, რელიგიურ თემებს შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის მუდმივ ზრდას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *