საუბრები ბედნიერებაზე – ბედნიერების ელჩი სტუმრად „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენი ბედნიერება !

 „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელთან კოგნიტურ/შემეცნებით ვიზუალურ არტისტთან, “ბედნიერების ელჩთან” – არსენ გვენეტაძესთან (Dr. AG) გაიმართა შეხვედრა თემაზე ბედნიერება გაზიარებით იბადება!“.

ეს იყო თავისუფალი ლექცია აუდიტორიის ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში. არ­სენ გვე­ნე­ტა­ძის თქმით, სი­ხა­რუ­ლისა და ბედნიერების ემო­ცია სწო­რედ ასეთ დროს გვჭირ­დე­ბა, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ომია და შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სუ­ლაც არ იყოს მხი­ა­რუ­ლე­ბის ხა­სი­ათ­ზე. იყავით დღევანდელი დღით ბედნიერი: წარსულზე ფიქრით თავს ნუ გადაიღლით, რასაც ვერ შეცვლით და მომავალიც ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ! „იყავით ბედ­ნი­­რე­ბი ახლა და ამ წუ­თას“ – სწორედ ასეთია “ბედნიერების ფორმულა” ბედნიერების ელჩისგან“!

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების განწყობაზე, ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. ეს კი უფრო ემოციური და სახალისოა შუშხუნა სიდრის თანხლებით, “ – განმარტავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

„ბედ­ნი­­რე­ბა მი­უღ­წე­ვე­ლი იქ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ არ ის­წვა­ლით, იყოთ ბედ­ნი­­რე­ბი ახლა და ამ წუ­თას. თუ თავ­ისუ­ფა­ლი ადა­მი­­ნი ღირ­სე­ბას­თან და­მე­გობ­რდე­ბა, შან­სი იმის, რომ მან თავი ბედ­ნი­­რად იგ­რძნოს, დი­დია და ეს ფორ­მუ­ლით ასე გად­მო­ვე­ცი – “თა­ვი­სუფ­ლე­ბა + ღირ­სე­ბა = ბედ­ნი­­რე­ბას“… ეს ალ­ბათ ბევ­რის­თვის სა­კა­მა­თოა, მაგ­რამ ჩემ­თვის ასეა და კარ­გია! და­მი­ჯე­რეთ ცხოვ­რე­ბა უმარ­ტი­ვე­სია, მას ჩვენ ვარ­თუ­ლებთ– აღნიშნავს არსენ გვენეტაძე (Dr. AG), რომელმაც მოსულ სტუმრებს  უფრო მეტი ბედნიერება ადგილზე, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გაუზიარათ.

მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  ამით არ დასრულებულა საღამოს დიჯეი და პროდიუსერma GogiGunia  ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიული სინთეზი წარმოადგინა.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწამოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *