თეირანში გაიმართა 36–ე ოსტატობების ეროვნული გამოფენა და მე–16 თეირანის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
ბაზრობის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმის და ხელოვნების მინისტრი ეზატოლლა ზარგამი.
ბაზრობაზე მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლები 47 ქვეყნიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტურიზმის დარგით.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის პავილიონები, მათ შორის ყატარის, ერაყის, იაპონიის, ინდონეზიის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, მალაიზიის, რუსეთის და ვენესუელის.
გარდა ამისა გამოფენაზე მიიღეს მონაწილეობა ომანი, სირია, თურქეთი, სომხეთი, ლივანი, ლიბია, ალჟირი, ჩინეთი, საქართველო და სხვალ.
სულ გამოფენისთვის გამოყოფილი იქნა 67 000 კვ.მ, ღონისძიება გაიმართა 15 უზარმაზარ დარბაზში.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა გამაჯანსაღებელი ტურიზმის 70–ზე მეტი ლიცენზირებული ცენტრი.
ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება ქვეყნის ტურისტულ სექტორში, სადაც ერთმანეთს ხვდებიან დარგის პროფესიონალები და გამოფენილია სხვადასხვამიმართულებები და დანიშნულების ბაზრები. ღონისძიება აქცევს ყურადღებას ახალ ტურისტულ სეგმენტებს, ტექნოლოგიურ ლიდერობას ტურიზმის მართვაში და გამოცდილების გაზიარების ინსტრუმენტებს.
აქვე იმართება კულტურული საღამოები, B2B შესვედრები, ფოლკლორული მუსიკის გამოსვლები, ცოცხალი მასტერ–კლასები, 3D ფილმები ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ მიმართულებებზე, და ასევე სპარსული სამზარეულოს ძირითადი მომენტები, და ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი.
ხელნაკეთების გამოფენა–გაყიდვა აერთიანებს მთელი ქვეყნიდან ჩამოსულ ოსტატებს, რომლებიც აჩვენებენ სტუმრებს უამრავ საკუთარ ძვირფასეულობებს, ხის ნაკეთობებს, ილუმინირებულ ხელწერილებს, მინიატიურებს, ტექსტილზე ბეჭდურ პროდუქციას, მინანქარს, ტყავის ნაკეთობებს, ხელით შესრულებულ ნაჭრებს, კალიგრაფიებს, ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ლითონის ნაკეთობებს. ასევე წარმოდგენილია კულინარიული ხელოვნება, ცოცხალი მასტერ–კლასები და წარმოდგენები.
36-ე ოსტატობების ეროვნული გამოფენა და თეირანის მე–16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართა ერთდროულად, 7–10 თებერვლის პერიოდში.