Social Impact Award 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ImpactHubTbilisi-ს საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროგრამა „ეფეს საქართველოს“ და ანადოლუ ეფესის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიური მორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა იდეა აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.
2024 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულებიგახდნენ:
- MFT – ქმნის ენით მართვად მაუსს, რომელიც უმარტივებს მობილობაშეზღუდულ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას.
- Hoppla– აკავშირებს საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან.
- Bionova – გარდაქმნის ბიომასას ბიოენერგიადი სეთ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი ენერგიის ტრადიციული წყაროები.
Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 60-მდე აპლიკაცია შემოვიდა, ჟიურიმკი 6 ფინალისტი შეარჩია. გუნდებმა ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს პროექტების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით შეიმუშავეს იდეების განვითარების გეგმა. გარდა ამისა, პროგრამის პირველ ეტაპზე, სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნეს გეგმის შედგენაზე.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდებადა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები გადიან მთელ პროცესსი დეის გენერირებიდან ბიზნეს გეგმის შედგენამდე, რაც მათაძლევსშესაძლებლობასრეალურადწამოიწყონსოციალურიბიზნესი.
იმ ფაქთჰაბთბილისმა პროგრამა SocialImpactAward-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს იიღოდაუკვემერვეწელიაახალგაზრდებსაძლევსშესაძლებლობასწამოიწყონსოციალურიბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 2000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 290-მდ ეახალგაზრდამ (56 გუნდი), გამოვლინდა 28 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად.
„განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით, ამ კონცეფციას ძალიან ბევრი ქართველი ახალგზარდა გაეცნო და მათი ინტერესიც სოციალური მეწარმეობის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა,”აღნიშნაImpactHubTbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.
“სოციალური ვალდებულებების პროექტები მსოფლიოში უკვე ტრენდი აღარარის, ეს ბიზნესებისთვისა უცილებელი შესასრულებელი პირობაა. ახალგაზრდებისა და მათი ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა „ეფეს საქართველოსთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წამყვანი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ Impact HubTbilisi-თან, შესაბამისად, ისეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობა, როგორიც SocialImpactAward-ია, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. გვჯერა, რომ მასში მონაწილე თუ გამარჯვებული ახალგაზრდებისთვის პროექტიღირებული გამოცდილება იქნება და სამომავლოდ განსაკუთრებულროლს შეასრულებს მათი სოციალური ბიზნეს საქმიანობების განვითარებაში,“ – აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.