დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე ბირჟაზე რეგისტრირებულია 21 მონაწილე, ვაჭრობა შედგა 17,493.9 მგვტ.სთ-ზე, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 130.54 ლარი/მგვტ.სთ. აღნიშნული დაბალია ესკო-ს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, რომელმაც 2024 წლის იგივე პერიოდში შეადგინა 154.31 ლარი/მგვტ.სთ. ეს კი ცხადყოფს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით შემთხვევაში ელექტროენერგიის შემსყიდველებმა დაახლოებით 400 000 ლარი დაზოგეს.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, შემუშავებულია რიგი რეგულაციები და მიმდინარეობს მუშაობა გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების განცალკევების საკითხებზე, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები’, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების – სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებისა და აღსრულების პოლიტიკის, მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებს. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მსჯელობენ კარტელებთან ბრძოლის მეთოდებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვის საკითხებზე.


Davit Narmania: Participants Saved an Average of 400,000 GEL Through Energy Exchange Trading

Davit Narmania, Chairman of the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission, addressed the III International Conference on Competition and Consumer Protection about ongoing reforms in the electricity and natural gas sectors.

“I positively evaluate the activity on the energy exchange under the voluntary trade conditions and believe that trading on the energy exchange will become even more dynamic in the next stage. Since July 1 of this year, 21 participants have been registered on the exchange, with trading volumes reaching 17,493.9 MWh at a weighted average price of 130.54 GEL/MWh. This price is lower than ESCO’s weighted average price for balancing electricity, which was 154.31 GEL/MWh during the same period in 2024. This shows that electricity buyers saved approximately 400,000 GEL through trading on the energy exchange.”

“As for the natural gas sector, a number of regulations have been developed, and work is underway on the unbundling of transmission and distribution system operators, based on the obligations arising from the Third Energy Package of Europe,” noted Davit Narmania.

On November 20-22, the III International Conference on Competition and Consumer Protection is being held in Tbilisi, jointly organized by 5 regulatory agencies – the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission, the Georgian Competition and Consumer Agency, the National Bank of Georgia, the Insurance State Supervision Service of Georgia and the Communications Commission. The conference aims to strengthen competition policy in Georgia and enhance mechanisms for protecting consumer rights.

Over the three-day conference, participants will discuss the mechanisms for controlling concentrations in regulated sectors of the economy, enforcement policies, and effective approaches to the consumer protection. To share the best practices, they will also discuss the methods for combating cartels and managing anti-dumping policies in Eastern Partnership countries.

სემეკი

როცაბალანსიდაცულია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *