არაოლიმპიურ სახეობებში 2024 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა
არაოლიმპიურ სარაოლიმპიურ სახეობებში 2024 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა.
ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის საიუბილეო საღამოს, 24 იანვარს, 17:00 საათზე, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ შედგა.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმაფედერაციებმა.გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულები გახდნენ:
1. საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ფედერაცია – გიორგი გველესიანი
2. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია – თემურ სამხარაძე3. საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია – გოდერძი კაპანაძე
4. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია – გურამ თუშიშვილი
5. ძალისმიერი ფიტნესის,კროსფიტის და მასრესლინგის, ეროვნული ფედერაცია – გიორგი კვეტენაძე
6. საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია- ალექსანდრე კუჭავა
7. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია – ავთანდილ ყარმაზანაშვილი
8. პარამკლავჭიდი – ვახტანგ ახობაძე9. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია – დათა ქაჯაია
10. საქართველოს რაგბის კავშირი – დავით ნინიაშვილი ღონისძებაზე, საფუძველი ჩაეყარა ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჯილდოს, რომელიც გადაეცა
3 სპორტული კატეგორიის გამარჯვებულს: გიორგი ნიკოლაძე – პარატაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელიგიორგი ჩხიკვაძე – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის.ვახტანგ ახობაძე – პარამკლავჭიდი