თურქეთის ტურისტული რეკორდი | ქვეყანამ 2024 წელს 62,2 მილიონ ვიზიტორს უმასპიძლა და 61,1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
თურქეთის ტურისტული რეკორდი | ქვეყანამ 2024 წელს 62,2 მილიონ ვიზიტორს უმასპიძლა და 61,1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
თურქეთმა 2024 წელს 62 269 890 ვიზიტორს უმასპიძლა,
რაც 2019 წელთან შედარებით 20.3%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში მიზანი იყო 60 მილიონი ტურისტი, ოქტომბრის მონაცემებით კი, ეს რაოდენობა ნიშნულს გადასცდა და 61 მილიონი ტურისტი ეწვია ქვეყანას, ხოლო საბოლოოო, ანუ წლიური მონაცემებით 62 269 890 ვიზიტორი დასტურდება. ამას გარდა, თურქეთმა ტურიზმიდან 61,1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც წინა წლის შემოსავალზე 8,3%-ით მეტია. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელი თურქეთისთვის ტურიზმის სფეროში ყველაზე წარმატებული წელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია დარჩნენ თურქეთის უმსხვილეს ბაზრებზე, ხოლო ამერიკის, ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრებმა კი შეიძლება ითქვას, დიდი ზრდა აჩვენეს 2024 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო რჩებოდნენ თურქეთის უმსხვილეს სამეულში, ზემოაღნიშნული ქვეყნების ბაზრებიდან ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა და შეადგინა 8.1% აშშ-სთვის, 65.1% ჩინეთისთვის და 20.7% ინდოეთისთვის.
თურქეთში საერთაშორისო ვიზიტორები საშუალოდ 10,7 დღეს ატარებდნენ, ხოლო შემოსავალი თითო ვიზიტორზე იყო 972 აშშ დოლარი. გაეროს ტურიზმის მიხედვით, თურქეთი 2023 წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მიმართულებების ხუთეულში მოხვდა.

