ჩინეთის საელჩო საქართველოში მიწვეული იყო თბილისში “უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს” მიერ ორგანიზებულ ჩინური ენის ღონისძიებაზე.
15 მაისს, ჩინეთის საელჩო საქართველოში მიწვეული იყო თბილისში “უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს” მიერ ორგანიზებულ ჩინური ენის ღონისძიებაზე.
ღონისძიებაზე სკოლის ჩინური ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა იმღერეს ჩინური სიმღერები სახელწოდებით „ქანგტინგის სასიყვარულო სიმღერა“ და „მეგობრები“. მათ ასევე წაიკითხეს თანგის ეპოქის ცნობილი ლექსები „ყვავილების ყიდვა“ და „მენგ ხაოჟანის გაცილება ყვითელი წეროს კოშკიდან“, ჩინურ ენაზე ასევე შეასრულეს ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ დადგმა, რამაც დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, საელჩომ სკოლას ჩინური წიგნები და კულტურული სუვენირები გადასცა, რათა მოსწავლეები წაახალისოს ჩინური ენის შესწავლასა და ჩინეთის უკეთ შეცნობაში, რაც ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს. სკოლის დამფუძნებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ლამარა ქოქიაურმა საკუთარი ნამუშევრები საჩუქრად გადასცა ჩვენს საელჩოს.
ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნები სხვადასხვა სფეროში სულ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ამყარებენ, „ჩინური ენის ციებ-ცხელება“ კვლავ გრძელდება. აპრილში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადაწყვიტა, ჩინური ენა მეორე უცხო ენად დაემატებინა საქართველოს ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში.
