5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ თურქეთის სანაპირო ქალაქ დიდიმს

დიდიმი (Didim ) არის ერთ-ერთი უნიკალური სანაპირო ქალაქი, რომელიც თურქეთში, აიდინის მხარეში მდებარეობს. მშვიდი და მყუდრო დიდიმი სამოთხეს მოგაგონებთ თავისი ოქროსფერქვიშიანი სანაპიროებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და მდიდარი ისტორიით. აღნიშნულ ქალაქში მარტივად შეგიძლიათ მოხვდეთ ბოდრუმის, მუღლასა და იზმირის აეროპორტებიდან. დიდიმი ასევე გთავაზობთ მრავალფეროვან საცხოვრებელს თავისი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებითა და განსალხლების სხვა ობიექტებით.ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოინახულოთ ეს შესანიშნავი ადგილი ზაფხულის ცხელ დღეებში.

სუფთა წყლები და ზღაპრული სანაპიროები

დიდიმი ბუნების სილამაზით ნამდვილად გამორჩეული ადგილია. აქ ყველაზე პოულარულია „ალთინქუმის“ (Altınkum) სანაპირო. „ალთინქუმი“ თურქულად ნიშნავს „ოქროს ქვიშას“ ( golden sand). აქ ქვიშა ნათელია, წყალი კი-ბროლივით სუფთა. ამასთან, თუ გსურს მეტი სიმშვიდე. შეგიძლია ეწვიო სარიქუმის, ხუზურის ან აქბიუქის სანაპიროებს, სადაც საოცარი საზღვაო დასვენება გელოდებათ. გარდა ამისა, დიდიმში არის ნავების სერვისიც. თქვენ ყოველდღე შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ ზღვაზე და მოინახულოთ ყურეებ და კუნძულები, როგორიცაა მაგალითად, ჯენნეთ აქვარიუმი და საფლი ადა. უნდა აღინიშნოს, რომ დაივინგის მოყვარულთთათვის დიდიმის ზღვა ნამდვილი თავგადასავალია, რადგან სწორედ აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სახეობის თევზი, რიფები და სპეციალურად ჩაძირული გემი, რომელიც წყალქვეშა სამყაროს უფრო საინტერესოს ხდის.

ისტორიული კვალი დიდიმზე

დიდიმი მხოლოდ ზღვით კი არა, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისითაც გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ აქ იყო უძველესი ქალაქი დიდიმა (Didyma). ასევე მნიშვნელოვანი იონური ქალაქი მილეტუსი, რომელიც რეგიონში წმინდა ადგილად ითვლებოდა.საგულისხმოა, რომ დიდიმაში მდებარეობს კულტურული ღირსშესანიშნაობებიც. მაგალითად, ერთ-ერთია აპოლონის ტაძარი – თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტაძარი, რომელიც წინასწარმეტყველებით იყო ცნობილი. იგი საკმაოდ კარგადაა შემონახული, განსაკუთრებით მისი იონურ სვეტები და ცნობილი ქვის მედუზას გამოსახულება. ასევე, ტაძრიდან შეგიძლია მანქანით ნახევარი საათის მანძილზე მიხვიდეთ უძელეს ქალაქ მილეტუსამდე , თუმცა შეგიძლიათ ფეხითაც ისეირნოთ და ეს წმინდა გზა თქვენით გაიაროთ.

ბუნება სანაპიროს მიღმა

როგორც ზემოთ აღინიშნა, დიდიმი საოცარი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა. აქ არის ბაფას ტბა – ეგეოსის რეგიონის ყველაზე დიდი ტბა და ეკოტურიზმის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ადგილი თურქეთში. მის ირგვლივ გაშლილი ეროვნული პარკი სავსეს ლამაზი ბილიკებით, ასევე აქ უამრავი ფრინველი ბუდობს, რაც ორგმაგად საინტერესოა ტურისტებისთვის.აღსანიშნავია, რომ ტბაზე არის სამი პატარა კუნძული, რომლებიც საოცარი სილამაზით გამოირჩევიან. თქვენ შეგიძლიათ ნავი დაიქირავოთ აღნიშნული კუნძულები დაათვალიეროთ. ამასთან, ნახოთ, ზეთისხილის ბაღები, ისტორიული ეკლესიები, მონასრები და სხვ.

ბაზრობები და გემოები დიდიმში

თუ გსურს, რომ სრულად შეიგრძნო დიდიმის „ადგილობრივი სული“, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბაზარს. ეს ბაზრები სავსესა სეზონური ეგეოსური ხილითა და ბოსტნეულით, ასევე ხელნაკეთობებით, კერამიკითა და სხვა ნივთებით, რომლებიც ადგილობრივი ხასიათით არის განმსჭვალული. მათი ყიდვა ნიშნავს ადგილობრივი კულტურის მხარდაჭერას.დიდიმში უგემრიელესია ზეთისხილის ზეთი და ნატურალური ზტაფლი, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ასევე გირცევთ, დააგემოვნეთ შემოტავაზებულიი ქუჩის კერძები, რომელიც ამ ადგილთანაც და ზოგადად, რეგიონთან კიდევ უფრო დაგაახლოვებთ.

ეგეოსური გემო დიდიმის სუფრაზედიდიმში ნამდვილად იგრძნობ ეგეოსური სამზარეულოს მრავალფეროვნებას. დილა იწყება უგემრიელესი საუზმით – ახალ ბოსტნეულტან, მწვანილთან, ზეთისხილტან , ხრაშუნა ურთან და ჯემებთან ერთად (მაგალიტად, ლეღვის ან ყურძნის).სადილზე და ვახშამზე გელოდება საოცარი ეგეოსური კერძები. მაგალიტად, ადგილობრივი კერძებიდან პოპულარულია „დენიზ ბორულჯე“ ( deniz börülcesi – ზღვის ბალახი) და „შევქეთი ბოსთანი“ ( Şevketi bostan ) , რომლებიც უნიკალური გემოებით გამოირჩევიან. ამ ყველაფერს ავსებს ფერადი სალათები და ზღვის პროდუქტები – ბარაბულა, რვაფეხა, კრევეტები და სხვ.საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ასეთი მდიდარი გემოები დიდიმში გატარებულ დღეებს ნამდვილად დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *