საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი2026: თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები
2026 წლის 6 მარტს გაიმართა საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი 2026, სადაც საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.
მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. მისი თქმით, მსგავსი ბიზნესფორუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებაში და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
იოსელიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს როლს –ს განვითარებაში. მისი განცხადებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ბოლო წლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და საქართველო უკვე ჩამოყალიბდა როგორც საიმედო დამაკავშირებელი ჰაბი აზიასა და ევროპას შორის. მინისტრის მოადგილის თქმით, 2032 წლისთვის დაგეგმილია დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და განვითარებაში.
ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მან განსაკუთრებით გამოყო , , საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი, რომლებიც ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ემსახურება.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს –ს და წარმომადგენლებმა. მათ დამსწრეებს გააცნეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, სახელმწიფო პროგრამები და ინოვაციური პროექტები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. მისასალმებელ სიტყვაში მან ისაუბრა საქართველოსა და იაპონიას შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს სოფლის მეურნეობის, მწვანე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაში „განახლებადი ენერგია და გარემო“, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში მზის ენერგიის პროექტების განვითარებაზე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას გარემოსდაცვითი და ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის და ხელს უწყობს მწვანე ინიციატივების განვითარებას.
„საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი 2026“ იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციასა და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისთან პარტნიორობით გაიმართა.
ბიზნესფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური პარტნიორობის მზარდი მნიშვნელობა და წარმოაჩინა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა სექტორში.
