საზოგადოება

იტალიამ ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა

მოგესალმები

საქართველოდედაქალაქში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ოთხი დაძაბული დღის განმავლობაში “თბილისი არენას” ტრიბუნებზე თავი უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა, ტურნირში მონაწილეობა კი 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტმა მიიღო. იტალიამ ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა (ალიჩე ბელანდიმ და ჯენარო პირელიმ ნაკრებს ორი ოქროს მედალი მოუტანეს, ოდეტა ჯუფრიდამ და ასია ტავანომ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს) და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე შეჯიბრებას დაესწრო და იტალიელ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას იტალიის ეროვნულ ნაკრებს, ტექნიკურ გუნდს და, ასევე, იტალიის ნაკრების სპონსორს, DBA Group-ს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *