25 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი -ში,გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ ვესელინ ვალკანოვთან.
25 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი -ში, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ ვესელინ ვალკანოვთან.
![]()
შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ახალგაზრდებთან გამართა საინტერესო დიალოგი, ისაუბრა ბულგარეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, დიპლომატიაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალგაზრდების როლზე თანამედროვე საზოგადოებაში.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა ბიბლიოთეკა, გაეცნო ბიბლიოთეკასთან არსებულ წიგნისმოყვარულ საზოგადოება B612-ის წევრებს და მოისმინა ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.
![]()
ასევე მოინახულა ბერტა ფონ ზუტნერის ევროპული კუთხე და ამერიკული კუთხე, გაეცნო ბიბლიოთეკაში დაცულ ბულგარულ წიგნებს და განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ინიციატივების მიმართ.
შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნისთვის.
