ეკონომიკა

საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი – „პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება“

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ექთნების ასოციაციასა და საქართველოს კარიტასთან ერთად, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგობრივ ორგანიზაციაში, საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი – „პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება“ ჩაატარა. ღონისძიებას საქართველოს ბიზნესის აკადემიამ (SBA) უმასპინძლა.კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კერძო კოლეჯების ასოციაციის 13 კოლეჯის საექთნო პროგრამის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მონაწილეებმა საკუთარი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მიღებული კომპეტენციები წარმოაჩინეს.კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:I ადგილი – ეკატერინე ხუდოიანი (ინტერბიზნესის აკადემია)II ადგილი – სოფიო არობელიძე (თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი)III ადგილი – თამარი ხარჭავანიძე (ორიენტირი)კონკურსის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ექთან-ტრენერმა ნინო ფერაძემ, რომელმაც მონაწილეთა პროფესიული უნარების შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს კარიტასის რჩეული – საქართველოს ბიზნესის აკადემიის სტუდენტი ფიქრია გახელაძე, რომელსაც ორგანიზაციისგან სპეციალური სამახსოვრო ჯილდო გადაეცა.კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიური გახდება. ინიციატივის მიზანია საექთნო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სტუდენტების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და საექთნო პროფესიის პრესტიჟის კიდევ უფრო ამაღლება საქართველოში.პირველი ეროვნული კონკურსის წარმატებით ჩატარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროფესიული განათლების, დარგობრივი თანამშრომლობისა და მომავალი ექთნების პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *