ელისო ბოლქვაძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ჩინეთის პროვინციის, შადონგის საგარეო საქმეთა ოფისის გენერალურ დირექტორს ცაი ქსიანჯინს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბერს სახელოვნებო და ინკლუზიური განათლების ინოვაციური მეთოდოლოგიების განვითარებაზე და აღნიშნეს, რომ კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხთა შორის დაახლოებას.

ჩინეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *