იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და საელჩოს განათლების ატაშე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ თსუში მოვლინებული ლექტორი ორნელა სპანო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც მათ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა მაია ჯავახიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ელჩმა იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში თსუ-ს მნიშვნელოვან წვლილსა და საქართველოში იტალიური ენის სწავლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *