დაინახე ჩემი თვალით“ – „შეცვლილი სამყარო“ ფოტოხელოვანის ობიექტივში

გოგა ჩანადირის თვალით დანახული ოფთალმოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შეგრძნებები

24 ივნისს, 19:00 საათზე „კაფე მზიურში“ (მის: მზიურის სკვერი, ი.ჭავჭავაძის #23)  ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის „დაინახე ჩემი თვალით“ წარდგინება გაიმართება. ფოტოპროექტი მხედველობაზე ზრუნვის კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს ოფთალმოლოგიური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას.

თვალი ეს ის ორგანოა, რომლითაც სამყაროს 80 პროცენტს აღვიქვამთ. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს სხვა გრძნობებზეც და ხშირად „ცვლის“ კიდეც სამყაროს აღქმას, ფოტოპროექტში წარმოდგენილი ფოტოებიც ასაკთან და დიაბეტთან დაკავშირებული ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მხედველობას და შეგრძნებებს აღწერს.

მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ, მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი, შესაძლოა, სრული დაბრმავება გამოიწვიოს. აუცილებელია გავერთიანდეთ და დავდგეთ ამ დაავადების მქონე ადამიანების გვერდით. დავეხმაროთ, დაძლიონ პრობლემა და ვიმოქმედოთ სწორედ იმისთვის, რომ სულ გვხედავდნენ,“ – ამბობს გოგა ჩანადირი.

ღონისძიებაზე ფოტოპროექტის ავტორი გოგა ჩანადირიმოსულ სტუმრებს გააცნობს იდეის შესახებ, თუ რა იყო მისი ინსპირაციის წყარო. მოწვეული ოფთალმოლოგები და პროექტში მონაწილე პაციენტები კი, ისაუბრებენ დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის ხელმისაწვდომის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ბადურის დაავადებები მხედველობის დაქვეითებისერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია.. ამ დროს შესაძლოა დაზიანდეს როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური მხედველობა ან დადგეს სრული სიბრმავე. ამ სახის ასზე მეტი ოფთალმოლოგიური დაავადებაა ცნობილი,თუმცა ყველაზე ხშირიორ ძირითად პათოლოგიაა: მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტიოპათია, რომლებიციწვევს მხედველობის დაქვეითების შეუქცევად პროცესს, მის სრულ დაკარგვამდე.ამიტომ აუცილებელია მხედველობის მონიტორინგი, რათა მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ადრეული მკურნალობა უზრუნველყოფს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *