24 აგვისტოს უკრაინის მხარდამჭერი მარში და საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
24 აგვისტოს, თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერი საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
მარში გლობალური კამპანიის ნაწილია და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ყოველ წელს ტარდება. თბილისში ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“.
მსვლელობაში უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საღამოს 19:00 სთ-ზე ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბებიან და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართებიან.
მარშის შემდეგ დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი “RadioCafe”-ში (ათონელის #29), სადაც 20:30-22:30 უკრაინელი მომღერალი იულია ანდღულაძე უკრაინულ ჰიტებს შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ კონცერტზე შეგროვებული შემოწირულობები სრულად გადაირიცხება ნინო ქათამაძის ფონდში და უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება.
ხოლო, უკრაინული ტრადიციული სამოსით – ვიშივანკით მისული სტუმრები “RadioCafe”-სგან კომპლიმენტს მიიღებენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან უკრაინის საელჩოსა და უკრაინის დიასპორის
წარმომადგენლები. დეტალური ინფორმაციისთვის მარშის შესახებ დაუკავშირდით: ანა ქვარცხავა უკრაინელი აქტივისტები საქართველოში 599 45 53 12
კონცერტთან დაკავშირებით: ანი სანაია “Radiocafe” -ს Pr და მარკეტინგის მენეჯერი 598 00 31 71