2024 წლის II კვარტლის შეჯამება საცხოვრებელი უძრავი ქონება აჭარაში
2024 წლის II კვარტლის შეჯამება
საცხოვრებელი უძრავი ქონება აჭარაში
2024 წლის II კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც
წლიურად 6.7%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ,
როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (- 3.3% და -11.0% წ/წ, შესაბამისად). გაყიდვები შემცირდა ბათუმის ყველა რაიონში ახალი ბულვარის გარდა (+4.9% წ/წ).
ჯამურად ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 15.1%-იანი
შემცირებაა წინა წლის პირველი ნახევრის მაღალი ბაზის ფონზე. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სენსიტიურია მიგრანტების ეტაპობრივი
გადინებისა და მაღალი საპროცენტო
განაკვეთების მიმართ, რაც უცხოელი
მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს.
ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა.
ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ.
2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ 229.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების
კლებას ასახავს. ასევე, ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული.
ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (19 და 20 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა.
ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის
გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 29 მიმდინარე პროექტი).
2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2-ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების
მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ასევე 2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა
ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
მაღალი ბაზის ეფექტითაა განპირობებული. საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაკურიანში
2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში 221 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა. ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის
შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2)
მთლიანი გაყიდვების 71.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.0% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). ბაკურიანში ამჟამად 13 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და $1,092/მ2-ს გაუტოლდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-იანი ზრდაა. საცხოვრებელი უძრავი ქონება გუდაურში
2024 წლის II კვარტალში გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი
შემცირებაა. მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 73.0% შეადგინა.
ამასთანავე, გაყიდული ბინების 55.4% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის II კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად $1,420/მ2-ზე დარჩა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა.