„კასპერსკის ლაბორატორია“: Android მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა ბოლო ორ კვარტალში შემცირდა
თბილისი, 8 ოქტომბერი. 2024 წლის მეორე კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ მსოფლიოშიაღკვეთა 7 697 975 მილიონი თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გვქონდა 5 704 599 მილიონი ასეთი შეტევა.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ წლის აპრილ-ივნისში ამ თავდასხმების რაოდენობის ზრდისა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რიცხვი შემცირდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით (10 100510). ამ მობილური მავნე პროგრამების პიკური აქტივობა დაფიქსირდა 2023 წლის მეოთხე კვარტალში, როდესაც მოიგერიეს 10 705 625 თავდასხმა. კლება გამოწვეულია სარეკლამო აპლიკაციების, პირველ რიგში, AdWare.AndroidOS.HiddenAd ოჯახის სხვადასხვა ფარული პროგრამული უზრუნველყოფის აქტივობის მკვეთრი შემცირებით, რომელიც ხსნის სარეკლამო განცხადებებს.
კომპანიის ცნობით, მობილური მოწყობილობებისთვის ყველაზე გავრცელებული საფრთხე მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში იყო RiskTool კლასის პროგრამები (პოტენციურად არასასურველი პროგრამული უზრუნველყოფა) – რაც აღმოჩენილი საფრთხის მთლიანი რაოდენობის 41%-ს წარმოადგენდა. გამოვლინდა 367 418-ზე მეტი მავნე ინსტალაციის პაკეტი. საიდანაც 13 013 პაკეტი ეხებოდა მობილური ბანკინგის ტროიანს, ხოლო 1392 პაკეტი მობილურ ტროიანელ – გამომძალველს 2023 წლის იმავე თვეებში, RiskTool-ის წილი შეადგენდა ყველა აღმოჩენილი საფრთხის 30,8%, გამოვლინდა 370 327 მავნე ინსტალაციის პაკეტი, საიდანაც 59 167 პაკეტი იყო მობილური ბანკინგის ტროიანელები, 1 318 პაკეტი კი – მობილური ტროიანელ-გამომძალველები.
ამავდროულად, საბანკო ტროიანების ახალი უნიკალური საინსტალაციო პაკეტების რაოდენობა ზედიზედ მესამე კვარტალში კვლავ იმავე დონეზე რჩება და აპრილ-ივნისში შეადგინა 13 013-ი.
გამოსასყიდი პროგრამების ინსტალაციის პაკეტების რაოდენობა შემცირდა (1392) 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით (1 990) და მეორე კვარტალში ის დავიდა გასული წლის დონეზე (1 318). 2023 წლის მეოთხე კვარტალში მათი რიცხვი ყველაზე მეტი იყო და შეადგენდა 6125 პაკეტს.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ შესახებ
„კასპერსკის ლაბორატორიაა“ არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც მუშაობს ინფორმაციის უსაფრთხოებისა და ციფრული კონფიდენციალურობის სფეროში 1997 წლიდან დღემდე. კომპანიამ დაიცვა 1 მილიარდზე მეტი მოწყობილობა მასიური კიბერ საფრთხეებისა და მიზანმიმართული თავდასხმებისგან. მისი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მუდმივად გარდაიქმნება ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სერვისებში, რათა დაიცვას ბიზნესი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამთავრობო უწყებები და რიგითი მომხმარებლები მთელს მსოფლიოში. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ვრცელი პორტფოლიო მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიებს ბოლო წერტილების დასაცავად, სპეციალიზებული პროდუქტებისა და სერვისების სპექტრს, ასევე კიბერ-იმუნურ გადაწყვეტილებებს კომპლექსურ და მუდმივად განვითარებად კიბერ საფრთხეებთან საბრძოლველად. ჩვენ ვეხმარებით 200 000 კორპორატიულ კლიენტს მთელს მსოფლიოში დაიცვან ის, რაც მათთვის ყველაზე ღირებულია. დამატებითი დეტალები იხილეთ www.kaspersky.com-ზე.