კლიმატის ცვლილებას შეუძლია განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მშპ 2070 წლისათვის 17%-ით შეამციროს
მეტი კერძო ინვესტიციაა საჭირო.შერბილების კუთხით, ანგარიში აჩვენებს, რომ რეგიონი მზადაა გამოიყენოს განახლებადი ენერგიის წყაროები და ამით ხელი შეუწყოს ნულოვან ემისიაზე გადასვლას, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ნახშირბადის ბაზრების განვითარებასთან ერთად, დაეხმარება კლიმატის ცვლილების მიზნების განხორციელებას ნაკლები დანახარჯებით.ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.