აღნიშნეთ ბაქლავას მსოფლიო დღე – 17 ნოემბერი
თურქული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამზარეულოა, რადგან იგი შედგება განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძებისგან. რა თქმა უნდა, გამორჩეულია დესერტიც, რომელიც თურქული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუ ტკბილი, ფხვიერი ნამცხვრების მოყვარული ხართ, უნდა გირჩიოთ თურქული ბაქლავა. ამ უგემრიელეს დესერტს აქვს მდიდარი ისტორია და ძალზედ პოპულარულია თურქეთსა და მთელ მსოფლიოში.
რა არის თურქული ბაქლავა?
თურქული ბაქლავა არის საკონდიტრო ნაწარმის სახეობა და იგი მზადდება თხელი ცომის 40 ფენისგან, რომელსაც ეწოდება ფილო. ფილო სავსეა დაჭრილი თხილით და ტკბილი სიროფით ან თაფლით. იგი განსაკუთრებულად პოპულარული დესერტია დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებში. აღსანიშნავია, რომ ბაქლავას მსოფლიო დღე 17 ნოემბერს არის.
გაზიანთეფის ბაქლავა
უმეტესობა დამეთანხმება, რომ საუკეთესო ბაქლავა მზადდება გაზიანთეპში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ იუნესკომ ქალაქი გაზიანთეფი შემოქმედებითი ქალაქების სიაში შეიყვანა გასტრონომიის მიმართულებით.
ბაქლავების უამრავი სახეობა
მიუხედავად იმისა, რომ გაზიანთეფის ბაქლავა ყველაზე პოპულარულია, ეს დესერტი თურქეთის კიდევ უამრავ რეგიონში მზადდება. ანუ ბაქლავის შევსების ინგრედიენტები ყველა კუთხეში განსხვავებულია. მაგალითად, გაზიანთეფის ბაქლავა შეიცავს ფისტას, ხოლო შავი ზღვის რეგიონში გამოიყენება თხილი. ნიგვზით სავსე ბაქლავა ასევე პოპულარულია ცენტრალურ ანატოლიაში. გარდა ამისა, თრაკიის რეგიონში შეგიძლიათ მიირთვათ ნუშით ან სეზამის მარცვლებით სავსე ბაქლავა.
ბაქლავას სახეობები მეტად განხვავდება. მაგალითად, არსებობს, “ceviz sarma” (კაკლის შეფუთვა) , “midye baklava” (მიდიის ფორმის ბაქლავა), “bülbül yuvası” (ბულბულის ბუდის ფორმის ბაქლავა), “fıstık sarma” (ფისტის შეფუთვა) და სხვ.
ბაქლავა – კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლო
ბაქლავა თურქეთის მნიშვნელოვა ეროვნულ დესერტად ითვლება, რომელიც თავისი მრავალრიცხივანი სახეობებით ხაზს უსვამს ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონში ძირითადად თხილიან ბაქლავას ანიჭებენ უპირატესობას. ასევე მისი შემავსებელია ნიგოზი, ნუში და თხილეული.