ქალბატონი ლანა ღოღობერიძის დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით

2024 წლის 4 დეკემბერს, ქართველ რეჟისორს, ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს, იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. სიგელი პირადად იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკამ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

ქ-ნი ლანა ღოღობერიძე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და მრავალი წელი მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“. 1987 წელს მან მოიპოვა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის „ორომტრიალი“. ამასთან, ის 91 წლის იყო, როდესაციაპონური „კინცუგით“ (ოქროს ძაფი) შთაგონებული ფილმი „ოქროს ძაფი“ (2019) იაპონიაში აჩვენეს, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო და ამით ხელი შეუწყო იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთაღიარების გაღრმავებას.

ელჩმა იშიძუკამ ქალბატონ ლანას სიგელი გადასცა, კინემატოგრაფიისა და კულტურული გაცვლის მეშვეობით იაპონია-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის.

※ იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *