კულტურა

თურქეთი 2000 წლის ამფითეატრში მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავებს უმასპინძლებს

თურქეთი 2000 წლის ამფითეატრში მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავებს უმასპინძლებს32-ე საერთაშორისო ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის ფესტივალი პუჩინის, ვერდისა და ჩაიკოვსკის შედევრებს უძველეს რომაულ სცენაზე წარმოგიდგენთიტალიელი ტენორი რიკარდო მასი და რუსი სოპრანო ოლგა მასლოვა სექტემბერში თურქეთის ასპენდოსში იმ სივრცეში იმღერებენ, სადაც რომაელი მაყურებელი თითქმის 2000 წლის წინ იკრიბებოდა. ასპენდოსის 32-ე საერთაშორისო ოპერისა და ბალეტის ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნება გრანდიოზულად და 1 ოქტომბერამდე გაგრძელდება. რიკარდო მასი და აღიარებული რუსი სოპრანო ოლგა მასლოვა ანკარისა და ანტალიის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის დირექციებს უხელმძღვანელებენ. ასევე 27 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ტენორი ივან მაგრი. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის პრესტიჟული სახელმწიფო აკადემიური ბოლშოის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ალიშერ ნავოის სახელობის) ფესტივალზე ვერდის „ლა ტრავიატას“ წარმოადგენს, რომელიც ამ ისტორიულ სივრცეში იშვიათ საერთაშორისო თანამშრომლობად მიიჩნევა

ხმელთაშუა ზღვის ვარსკვლავების ქვეშ – რუსული ბალეტიდან ბერძნულ ტრაგედიამდეოპერასთან ერთად, ფესტივალი ბალეტის შედევრებსაც წარმოგიდგენთ:17 სექტემბერი – „ზორბა“ – სიცოცხლისმოყვარე ბერძნული ისტორია, რომელიც მთავრდება უკვდავი სირტაკის ცეკვით, მიქის თეოდორაქისის მუსიკაზე20 სექტემბერი – „გედების ტბა“ – ჩაიკოვსკის უკვდავი შედევრი24 სექტემბერი – „დონ კიხოტი“ – ესპანური კულტურის ზეიმი და სერვანტესის საყვარელი პერსონაჟის გაცოცხლება.

რატომ არის ასპენდოსი მნიშვნელოვანი?

ქრისტიანული წელთაღრიცხვით II საუკუნეში აშენებული ასპენდოსის თეატრი  მთელ მსოფლიოში ითვლება რომაული არქიტექტურის უმშვენიერეს ნიმუშებს შორის.   ის 2003 წლიდან ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია.

აკუსტიკა: თანამედროვე დარბაზებისგან განსხვავებით, რომლებიც რთულ ხმის სისტემებს საჭიროებენ, ასპენდოსის 2000 წლის ამფითეატრს ბუნებრივად აძლიერებს წარმოდგენებს ისე, რომ ხმა ყველა 15 000 ადგილამდე აღწევს – ეს სასწაულად  აოცებს   ხელოვანებსა  მაყურებლებს.

ხმელთაშუა ზღვის მაგია და კულტურული ტურიზმი

თურქეთის ყველაზე პოპულარული საკურორტო მიმართულება, ანტალია, მოგზაურებს მთელი  მსოფლიოდან აოცებს თავისი ზღვით, სანაპიროებით, რბილი კლიმატით და სხვ. 

ქალაქი ასევე გვპირდება  საოცარ  აღმოჩენებს კარგად შემონახულ უძველეს ქალაქებში, რომელთა ნაწილიც ზაფხულის პერიოდში ღამითაც ღიაა „ღამის მუზეუმების პროექტის“ ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ  ქალაქმა გასულ წელს რეკორდული 17 მილიონი ვიზიტორი მიიღო.

თარიღი: 14 სექტემბერი – 1 ოქტომბერი 
ბილეთები: ხელმისაწვდომია www.operabale.gov.tr, www.biletinial.com , SanatCepte-ს მობილურ აპლიკაციასა და ანტალიის ოფიციალურ გაყიდვების პუნქტებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *