ეკონომიკა

1 ოქტომბერი — ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

პირველ ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აღნიშნული თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 1990 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს ხანდაზმული ადამიანების როლისა და საჭიროებების კიდევ უფრო უკეთ შეფასებას გლობალურ და ადგილობრივ დონეზე.მოსახლეობის დაბერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური დემოგრაფიული ტენდენციაა. პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა გაორმაგდება და დაახლოებით 1.6 მილიარდს მიაღწევს.მოსახლეობის დაბერება კაცობრიობის განვითარების მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა უშუალოდ უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სანიტარული პირობების განვითარებას, განათლების დონესა და ეკონომიკურ წინსვლას.ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს კარიტასის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ხანდაზმულ ბენეფიციარებს ჰქონდეთ ღირსეული, ჯანმრთელი და აქტიური სიბერე.სწორედ ამ მიზნების მხარდასაჭერად, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის, დღის ცენტრ „ჰარმონიისა“ და უფასო სასადილოს ფარგლებში, მოეწყო სპეციალური ღონისძიებები.დღის განმავლობაში ბენეფიციარებისთვის გაიმართა საზეიმო შეხვედრა, კონცერტი და სადილი. ასევე ჩატარდება სხვადასხვა პროფილური სამედიცინო გამოკვლევა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციულ კონტროლს შეუწყო ხელი.საქართველოს კარიტასი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ხანდაზმულების საჭიროებების მიმართ და მადლობას უხდის ყველა იმ პირსა და ინსტიტუციას, ვინც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *