ეკონომიკა

იზმირის კულინარიული თავგადასავალი: რა კერძები უნდა დააგემოვნოთ იზმირში?

დღეს მოგზაურობა მხოლოდ ადგილების დათვალიერება აღარ არის –  ბევრისთვის მთავარია ახალი გემოების აღმოჩენა. ადამიანები სულ უფრო ხშირად გეგმავენ თავიანთ ვიზიტებს იმაზე დაყრდნობით, თუ რას დააგემოვნებენ იქ. ახალი რესტორნების აღმოჩენა და განსხვავებული კულინარიული გამოცდილება თანამედროვე მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ეს მზარდი ტენდენცია კვლევებშიც აისახება: მსოფლიოში ყოველი მეხუთე მოგზაური მიზანმიმართულად ეძებს ახალ რესტორნებსა და კულინარიულ თავგადასავლებს, ხოლო მათი ნახევარი (50%) რესტორნებში ჯავშანს ჯერ კიდევ ფრენამდე  აკეთებს. 

ამ მხრივ, თურქეთის ეგეოსის სანაპიროზე მდებარე იზმირი განსაკუთრებულ კულინარიულ მიმართულებად გამოირჩევა მათთვის, ვინც „გასტრონომიაზე ორიენტირებულ მოგზაურობებს“ ეძებს.  აქ არსებული რესტორნების დიდ  ნაწილს მინიჭებული აქვს მიშლენის ვარსკვლავები.

უნიკალური სამკურნალო მწვანილები

იზმირში გასტრონომიული მოგზაურობა აუცილებლად იწყება ადგილობრივი მწვანილებისა და ბოსტნეულის აღმოჩენით. აქ ველური მწვანილები,   როგორიცაა   ასპარაგუსი, მალვა,  ჭინჭარი და ჯიბეზი (რადიშის მსგავსი მწვანილი) –  ხშირად იწვება საუკეთესო ხარისხის ზეითუნის ზეთში და მიირთმევა სალათებად. ბევრი მოგზაური აღნიშნავს, რომ ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა ამ მწვანილზე დაფუძნებული მეზეების დაგემოვნება ეგეოსის ზღვის ზღვის პროდუქტებთან ერთად –  კრევეტები, რვაფეხა, კალმარი  და ერთი ჭიქა „რაქი“ ტრადიციულ ეგეოსურ ტავერნაში. აუცილებლად უნდა გასინჯოთ  ყაბაყის ყვავილით მომზადებული კერძები, ზეთისხილის ზეთში მოთუშული ართიშოკი და „შევქეთ-ი ბოსტანი“   ცხვრის ხორცთან ერთად.

 თუ გაზაფხულზე ეწვევით, შეგიძლიათ დაესწროთ ალაჩათის მწვანილებისა და ურლას   ღონისძიებებს,   სადაც გასტრონომია, გემო და ფესტივალური განწყობა ერთიანდება დაუვიწყარ გამოცდილებაში.    

MICHELIN-ის ვარსკვლავების მქონე რესტორნები

იზმირში კულინარიული მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ადგილი ურლაა — მომხიბვლელი სანაპირო ქალაქი, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ეგეოსის კულტურას.

ულამაზესი სანაპიროს გარდა, ურლაც გამოირჩევა გასტრონომიული თვალსაზრისით, სადაც პოპულარულია „ფერმიდან მაგიდამდე“ კონცეფციაზე დაფუძნებული მაღალი დონის სამზარეულო. აქ  ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებით ახალგაზრდა შეფები ტრადიციულ რეცეპტებს თანამედროვე სტილში გარდაქმნიან. სწორედ ამიტომ, მათი პროფესიონალიზმი უკვე აღიარებულია MICHELIN Guide-ის მიერ.  

აქვე შეგიძლიათ ვენახების მონახულება და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება, მათ შორის უნიკალური ყურძნის ჯიშების. 

იზმირი ასევე ცნობილია თავისი ქუჩის საკვებით, რომელიც ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. საუზმეზე ხშირად მიირთმევენ ბოიოზს, გევრექს და ფიშის. ასევე პოპულარულია ქუმრუ –  სენდვიჩი, რომელიც სხვადასხვა ინგრედიენტით მზადდება. დესერტებიდან განსაკუთრებით გავრცელებულია შამბალი და ლოქმა , იგივე ტკბილ  სიროფში ამოვლებული ცომი.

ბოლოს კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იზმირი ის ადგილია, სადაც ერთმანეთში ჰარმონიულად ერწყმის ტრადიცია და თანამედროვეობა. აქ შეგიძლია ერთდროულად დააგემოვნო როგორც უბრალო, ქუჩის გემოები, ისე დახვეწილი რესტორნების კერძები, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *