საზოგადოება

კოლეჯ „ინტერბიზნეს აკადემიის“ ფარმაციის სტუდენტებმა პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი წარმატებით დაასრულეს

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში კოლეჯ „ინტერბიზნეს აკადემიის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – ფარმაციის სტუდენტებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების ძირითადი პრინციპები, დაზარალებულის მდგომარეობის შეფასება და პირველადი დახმარების დროული და ეფექტური გაწევის მეთოდები.სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა ექთანი-ტრენერი ნანა უგრეხელიძე, რომელმაც მონაწილეებს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობა შესთავაზა.ტრენინგის განსაკუთრებული მნიშვნელობა პრაქტიკულ ნაწილს ჰქონდა. მონაწილეებმა სიმულაციურ გარემოში სხვადასხვა საგანგებო შემთხვევა განიხილეს და თავად განახორციელეს პირველადი დახმარების ღონისძიებები. მსგავსი პრაქტიკული სწავლება მათ ეხმარება ცოდნის განმტკიცებაში, პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და რეალურ საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისათვის საჭირო მზაობისა და თავდაჯერებულობის გაზრდაში.საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მომავალ ჯანდაცვის სპეციალისტებს ხარისხიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *