Без рубрики

Visa მცირე მეწარმეებს გადახდების სმარტფონით დამუშავებაში ეხმარება


Visa Accept და Visa Direct ინიციატივების მეშვეობით, განვითარებად ბაზრებზე მოქმედ მეწარმეებს ციფრული გადახდების პროცესში სმარტფონების უფრო ფართოდ გამოყენება შეუძლიათ


თბილისი, 2026 წლის 30 ივნისი – დღეს Visa-მ, ციფრული გადახდების მიღებასა და გაგზავნაში სმარტფონების შესაძლებლობათა გასაფართოებლად, Visa Accept-ისა და Visa Direct-ის ახალი ფუნქციები წარადგინა. სიახლეები განკუთვნილია განვითარებად ბაზრებზე მოქმედი მცირე ბიზნესების, მაგალითად გარემოვაჭრეების, ან მზარდ ონლაინ-მერჩანტებისთვის, რათა მათ გადახდები უკვე ნაცნობი ინსტრუმენტებით განახორციელონ.
„თითოეული შეხება, სკანირება თუ გატარება, მომხმარებელთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომაც ბიზნესებს არ აქვთ ფუფუნება, გადახდებთან დაკავშირებულ სირთულეებს ხელის შეშლის საშუალება მისცენ“, – ამბობს შაჰებაზ ხანი, Visa-ს კომერციული და ფინანსურ ოპერაციათა გადაწყვეტილებების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში. მისი თქმით: „ნათლად ჩანს მომავალი, როდესაც მერჩანტისთვის გადახდის მისაღებად და ბიზნესზე ინფორმაციის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი სმარტფონი საკმარისი იქნება. შედეგად, ის გადახდების ბარიერების დაძლევაში ნაკლებ დროს დახარჯავს და შეძლებს მომხმარებლის გამოცდილებაზე იზრუნოს“.
სმარტფონების მნიშვნელობა კომერციაში იზრდება, ამიტომაც მცირე ბიზნესებს სჭირდებათ მარტივი გზა მომხმარებელთა გადახდების მისაღებად – იქნება ეს ბარათებით თუ ციფრული საფულეებით. Visa მცირე და საშუალო მეწარმეებს სმარტფონის კომერციულ ჰაბად ქცევაში ეხმარება, სადაც შესაძლებელია თანხის მიღება, გაცემა და მომხმარებელთან ინტერაქცია. ეს აუცილებელიცაა: Visa-ს გლობალური მცირე და საშუალო ბიზნესების მაკრო ტენდენციების ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 99% სულ მცირე ერთ ციფრულ ფინანსურ ინსტრუმენტს მაინც იყენებს, 85%-ის თქმით კი მათ ბიზნესს სულ მცირე ერთი მაინც დახმარებია. საბანკო ანგარიშის არმქონე 1.3 მილიარდ სრულწლოვანს შორის, სმარტფონს დაახლოებით 530 მილიონი ფლობს, შესაბამისად ციფრული წვდომის გაფართოების შესაძლებლობა მასშტაბურია.
Visa Accept: ტელეფონი, როგორც POS ტერმინალი

Visa Accept-ის მეშვეობით სმარტფონი იქცევა ტერმინალად, რომლითაც მიკრო მეწარმეს შეუძლია გადახდების მიღება Visa-ს სადებეტო ან წინასწარ გადახდილ ანგარიშებზე, დამატებითი მოწყობილობების გარეშე. მყიდველი გადაიხდის შეხებით, ან ბმულის გამოყენებით, თანხა კი მიმღების ანგარიშზე რეალურ დროში აისახება. ამ ტრანზაქციებსაც, Visa-ს საბარათე გადახდებისთვის დამახასიათებელი, უსაფრთხოების, სანდოობისა და დაცვის სტანდარტები აქვს. შეზღუდული ფულადი ნაკადის მქონე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სიჩქარე უმნიშვნელოვანესია: Visa-ს გლობალური მცირე და საშუალო ბიზნესების მაკრო ტენდენციების ანგარიშის მიხედვით, ყოველი ხუთი საწარმოდან ერთს ფულადი ნაკადის ყოველდღიური, ან ყოველთვიური დაბრკოლება ექმნება; 28%-მა კი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში კრედიტის ან სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებისას ან შესაბამისი განაცხადის შეტანისას არსებული პრობლემები დააფიქსირა.

გამყიდველებს გადახდის მიღება სმარტფონის გამოყენებით, საბანკო აპლიკაციაში შეუძლიათ, რაც თანხაზე უფრო სწრაფად წვდომას უზრუნველყოფს.
ბარათის ემიტენტებს შეუძლიათ უფლებამოსილ ბარათების მფლობელებს ნება დართონ გადახდა საბანკო აპლიკაციით მიიღონ, რაც მცირე ბიზნესთან ურთიერთობას გააღრმავებს.
მყიდველები Visa-სგან უსაფრთხოების ერთსა და იმავე სტანდარტს მიიღებენ როგორც გარემოვაჭრესთან, ისე მსხვილ ცენტრებში ვაჭრობისას.

Visa-ს პროგნოზით, 2027 წლისთვის Visa Accept მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მეწარმისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Visa Direct: გადახდა იმავე ტელეფონიდან
Visa Direct არის ფინანსური ოპერაციების რეალურ დროში განხორციელების საშუალება, რომელიც მცირე ბიზნესებს ტელეფონით თანხის გაცემას უმარტივებს. ბანკინგში, ფინტექსა და ბიზნეს-პლატფორმებზე ინტეგრირებული Visa Direct-ის საშუალებით, მცირე ან საშუალო მეწარმეს შეუძლია სწრაფად გადაუხადოს თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, მძღოლებს; ასევე დაუბრუნოს თანხა მომხმარებელს, გასცეს ბენეფიტები და გადარიცხოს თანხა უცხოეთში, ნებადართულ ბარათებზე, საბანკო ანგარიშებსა და ციფრულ საფულეებზე, ისეთივე მარტივი გამოცდილებით, როგორსაც გადახდის მისაღებად იყენებს.

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *