დამსაქმებელთა ასოციაციის განათლების კომიტეტის განახლებული შემადგენლობის პირველი შეხვედრა გაიმართა

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ განათლების კომიტეტის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გამართა.

განახლებული კომიტეტი მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის შესამცირებლად პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას. კეძოდ, ისეთ პროცესებში აქტიური თანამონაწილეობას, როგორიცაა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება, პროფესიული პროგრამებისა და დუალური სწავლების ძირითადი ასპექტების შესახებ ბიზნესის ინფორმირებას, საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას, მშობლის, მოსწავლისა და მასწავლებლის დონეებზე პროფესიული განათლების პოპულარიზებას და სხვ.

განახლებული კომიტეტის პირველი შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმი ლაშა ლაბაძემ გახსნა და კომიტეტის წევრებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა – პროფესიული განათლების განვითარების პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის.

„მოხარული ვართ რომ განახლებული კომიტეტის წევრობით ჩვენი წევრი განსხვავებული სექტორების წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მსგავსი შემადგენლობა საშუალებას მოგვცემს, განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლების ადამიანური რესურსების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაცია გვქონდეს. შესაბამისად შევძლებთ ჩვენი მუშაობა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებთან იყოს უფრო ეფექტური. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულება პროფესიული განათლებაა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე მისი განვითარება, ვინაიდან პროფესიული განათლების მიზანი სწორედ კერძო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებაა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვართ  სახელმწიფოსთვის სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს კომიტეტის მუშაობა,“ – ლაშა ლაბაძე.

კომიტეტის თავმჯდომარედ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანია „გუდვილის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჩხარტიშვილი დაინიშნა. ქ-ნმა ხათუნამ აღნიშნა, რომ 2016 წლიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტში ჩართვის შემდეგ კომპანიამ სრულად მოაგვარა კადრების საჭიროების პრობლემა და მოხარული იქნება, რომ აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მისცემს სხვა კომპანიების გაუზიაროს გამოცდილება. ასევე, აანონსებს, რომ კომიტეტი დატვირთული იქნება საინტერესო ღონისძიებებითა და მნიშვნელოვანი პროექტებით, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმმაციას უახლოეს პერიოდში გაიგებს საზოგადოება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *