მსოფლიო

მსოფლიო

თამარ იოსელიანი: კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ერთობლივი საწარმოების შექმნას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.  როგორც მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, KOTRA ს ოფისის თბილისში გახსნით დაიწყო ახალი ეტაპი ქვეყნებს შორის მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში. მისი თქმით, ეს მოვლენა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. „საქართველო გთავაზობთ სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, ძლიერ რეგიონულ კავშირებსა და მზარდ პოტენციალს ლოგისტიკის, სმარტტექნოლოგიების, მწვანე ენერგიის, წარმოებისა და საზღვაო სერვისების მიმართულებით. დარწმუნებულები ვართ, რომ KOTRA ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ერთობლივი საწარმოების შექმნას,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. „ასევე მინდა ხაზი გავუსვა ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას, რომლის თაობაზე მუშაობა ქვეყნებს შორის წარმატებით მიმდინარეობს. ის უზრუნველყოფს მყარ სამართლებრივ საფუძველს და შექმნის დამატებით სტიმულებს საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მათ შორის, „მწვანე პორტის“ ინიციატივაზე; თევზჭერის პორტის ტექნიკურ – ეკონომიკურ კვლევაზე; საზღვაო უსაფრთხოების, სანავიგაციო რუკების შედგენას და საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და სხვა პროექტებზე. KOTRA-ს ოფისის გახსნას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, KOTRAს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი კანგ გიონ სონი და კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონ დუ კიმი.

Read More
მსოფლიოპოლიტიკა

მედია დიპლომატიის ახალი საფეხური — KGK-ის მეხუთე ფორუმი აერთიანებს 41 ქვეყანას

41 ქვეყნის 310 ჟურნალისტის მონაწილეობით გამართული გლობალური ჟურნალისტების საბჭოს (KGK) მეხუთე მედია-ვორქშოპი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თურქეთის მზარდ როლს მედია დიპლომატიასა

Read More
ეკონომიკამსოფლიო

ქაჰრამანმარაშში აზერბაიჯანული კვარტალი – მეგობრობის სიმბოლო

ქაჰრამანმარაშში მდებარე აზერბაიჯანული კვარტალი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროექტად იქცა, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძმობისა

Read More
ეკონომიკამსოფლიო

მინისტრმა კურუმმა ჰათაიში ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებს საუკუნის მშენებლობის კამპანია აუხსნა

ჰათაიში ადგილობრივი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურატ ყურუმმა 11 პროვინციაში, ძირითადად ჰათაიში,

Read More
მსოფლიოსაზოგადოება

Серик Коржумбаев: Культурно-туристический обмен является важным мостом дружбы между Казахстаном и Китаем

КУНЬМИН, 17 сентября — Главный редактор газеты “Деловой Казахстан” Серик Коржумбаев сегодня в своем выступлении на Форуме сотрудничества СМИ “Один

Read More
მსოფლიოსაზოგადოება

Состоялась Вторая международная церемония награждения премии в области коммуникаций «Шелковый путь»

Вторая церемония награждения Международной премии в области коммуникаций «Шелковый путь» состоялась на Форуме по сотрудничеству СМИ «Один пояс, один путь»

Read More
მსოფლიო

სი ძინპინი – რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ

რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ, ფოლადივით გამოწრთობილი, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთა

Read More
კულტურამსოფლიო

გადაიხადეთ ქორწილი ზღაპრულ კაპადოკიაში

ალბათ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი ქორწილი უნიკალური და ყველაგსან გამორჩეული უნდა იყოს, ხომ? ამისათვის იდეალური შესაძლებლობაა ზღაპრული კაპადოკია – მსოფლიო

Read More
ეკონომიკამსოფლიო

ორმა სესიამ აიღო სტარტი ჩინეთში

ჩინეთში აიღო სტარტი „ორმა სესიამ“ – ქვეყნის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს (სპსს) უმაღლესი სათათბირო ორგანოს და ჩინეთის პარლამენტის სახალხო წარმომადგენლების

Read More