ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70-ე წლისთავი
ჩინეთის სახლხო რესპუბლიკის 70-ე წლისთავი აღნიშნეს სასტუმრო „ჰუალინგში“. სადღესასწაულო მიღებას რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლი იანმა მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და დიპლომატიური წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოვიდა სადღესასწაულო მიღებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლი იანმა : „ ამ მშვენიერ შემოდგომის სეზონზე, აღვნიშნავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს.უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის საელჩოს სახელით მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა დამსწრე სტუმარს.
70 წლის წინ, ჩინელმა ხალხმა შეუპოვარი წინსვლის წყალობით შეძლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება და მიაღწია სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და ეროვნულ განთავისუფლებას. ბოლო 70 წლის განმავლობაში ასობით მილიონმა ჩინეთის მოქალაქემ გადალახა უამრავი წინააღმდეგობა და მათმა ბრწყინვალე მიღწევებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ჩინელმა ხალხმა შეძლო ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა ექცია ღია, პროგრესულ და მდიდარ სახელმწიფოდ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მშპ-ს მაჩვენებელი მისი დაარსებიდან 450-ჯერ გაიზარდა და დღეს 13.6 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. დღეს ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი, მეორე უმსხვილესი ეკონომიკისა და ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვის მქონე ქვეყანაა.
ჩინელი ხალხის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 700 მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს, რითაც დიდი წვლილი (70%) შეიტანა მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაში.ჩინეთის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო 70 წლის განმავლობაში 35-დან 77 წლამდე გაიზარდა. 400 მილიონზე მეტი ადამიანიშევიდა საშუალო შემოსავლების ჯგუფში. ხალხის სოციალური კეთილდღეობა მუდვივად უმჯობესდება.
თანდათან უმჯობესდება აეროპორტები, პორტები და ავტომაგისტრალებიც. ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა 5G კომუნიკაცია, მობილური გადახდები, კვანტური კომუნიკაცია, სუპერკომპიუტერები და ჩქაროსნული რკინიგზა ჩინეთის „ახალი სავიზიტო ბარათი“ გახდა.
ჩინეთის წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაში 30% -ს აღემატება. დღეისათვის, ჩინეთთან უკვე 136-მა ქვეყანამ და 30-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააფორმა “ერთი სარტყელი, ერთი გზის“თანამშრომლობის დოკუმენტი.კაცობრიობისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის კონცეფცია მრავალჯერ იქნა შეტანილი გაეროს რეზოლუციებში
ჩინეთის უდიდესი მიღწევები, პირველ რიგში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძლიერი ხელმძღვანელობის, ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის და რეფორმების და ღიაობის დამსახურებაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხის ბედნიერებას და ერის გაახალგაზრდავებას თავის თავდაპირველ მიზნად და მისიად მიიჩნევს. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შექმნა ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალისტური სისტემა. ეს გზა შეესაბამება ჩინეთის ეროვნულ მდგომარეობას და აქვს უნიკალური უპირატესობები, მან საფუძველი ჩაუყარა ჩინელი ერის გაახალგაზრდავებას.
ჩინეთის განვითარება დამოკიდებულია მსოფლიოზე, მსოფლიოს კეთილდღეობა კი ჩინეთზე. ჩინეთი გაჰყვება მშვიდობიანი განვითარების გზას, კიდევ უფრო გააღებს კარს მსოფლიოსთვის, მტკიცედ დაიცავს საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის სისტემას, შექმნის საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ ტიპს, რომელიც დამყარებული იქნება თანამშრომლობასა და ორმხრივ მოგებაზე და შექმნის კაცობრიობისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოებას. ჩინეთი მეტ შესაძლებლობებს შესთავაზებს მსოფლიოს, შექმნის ბედნიერებას მსოფლიოს ხალხებისთვის და კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებაში.
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,
წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 27 წლისთავია. ბოლო 27 წლის განმავლობაში, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა დაორმხრივი მოგების პრინციპებს. ჩვენმა ქვეყნებმა უამრავ სფეროში ითანამშრომლეს, ხელი შეუწყეს ორმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ შედეგებსმიაღწიეს.
გაიზარდა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული მიმოსვლაც. მიმდინარე წლის მაისში, ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ვანგ იმწარმატებული ვიზიტი განახორციელა საქართველოში.საქართველოს პრემიერ მინისტრი და ვიცე-პრემიერი კი ჩინეთსეწვივნენ და დაესწრნენ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველ ექსპოს შანხაიში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობის მე-2 ფორუმს და დავოსის საზაფხულო ფორუმს ტალიენში.ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივად შეიმუშავეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისგეგმა და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროშიორქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებას.
ჩვენს ქვეყნებს შორის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობა შეუფერხებლად მიიწევს წინ.გასულ წელს, ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რამაც დიდი ბიძგი მისცაორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. დღეს საქართველოში 20-ზე მეტი ჩინური კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს, აქტიურად თანამშომლობს ქართულ მხარესთან მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ფინანსების, კომუნიკაციებისა და ეკონომიკური ზონების სფეროში და ხელს უწყობს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.
ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები არსებობს. მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ ჩინური ენის სწავლება საქართველოს განათლების ეროვნულ სისტემაში ჩართო. ჩინური ენის სწავლება საქართველოში კიდევ უფრო განვითარდება. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობა 55% -ზე მეტით გაიზარდა. როგორც ორივე ქვეყნის ხალხის ნება ძლიერდება ურთიერთგაგების გაღრმავების მიზნით, ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრობაც აუცილებლად აყვავდება.
ჩვენი ქვეყნები, როგორც ყოველთვის, კვლავაც მხარს უჭერენ ერთმანეთს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში. ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მადლობას უხდის ქართულ მხარეს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ერთგულებისთვის და ისეთ საკითხებში მხარდაჭერისთვის, როგორიცაა ”ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”, თაივანის და ჰონგ-კონგის საკითხი. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც ყოველთვის, სწორად შეაფასებს ჰონგ კონგში არსებულ ვითარებას და არ იქნება მომხრეჩინეთის საშინაო საქმეებში საგარეო ძალების ჩარევისა, მხარს დაუჭერს ჩინეთის პოზიციას და იმ ქმედებებს,რაც აუცილებელია ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჰონგ კონგში სტაბილორობის შენარჩუნებისთვის.
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,
მართალია სულ 2 თვეა, რაც ჩინეთის ელჩის მოვალეობას ვასრულებ საქართველოში, თუმცა ვგრძნობ საქართველოს განვითარების უზარმაზარ პოტენციალს და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფართო პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში.მე მჯერა, რომსანამ ერთად ვიმუშავებთ ურთიერთობის გაძლიერებაზე და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ორმხრივ ურთიერთობათა ახალ დონეს. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა სარგებელს მოუტანსჩვენს ქვეყნებსა და ხალხს.
დაბოლოს, ყველამ ერთად ვუსურვოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კეთილდღეობა,
ვისურვებ, რომჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრობა სამუდამოდ გაგრძელდეს,
ბედნიერებასა და კეთილდღეობასვუსურვებ ჩინელ და ქართველ ხალხს,
ყველა სტუმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს!
გმადლობთ!
იუსტიციის მინისტრმა ჩინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა