ვირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზირება პანდემიის დაძლევის გლობალურ ძალისხმევას აფერხებს

მიმდინარე წლის 16 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  COVID-19-ის ვირუსის წყაროს მოძიების მიზნით კვლევის მეორე ეტაპის გეგმა წარადგინა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჭაო ლიძიენმა ამ გადაწყვეტილების თაობაზე ერთ-ერთ მორიგ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ჩინეთი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაიცავს მეცნიერულ, პროფესიონალურ და ობიექტურ სულისკვეთებას და იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა სამეცნიერო და სერიოზული მიდგომით ერთობლოვად შევუწყოთ ხელი COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის წარმოშობის საკითხის შესწავლას, არ დავუშვათ საკითხის პოლიტიზირება და შევინარჩუნოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში გლობალური თანამშრომლობის ჯანსაღი ატმოსფერო. ჩინეთი მუდმივად დიდ ყურადღებას აქცევს ვირუსის წყაროს მიკვლევის საკითხს და გააგრძელებს საკუთარი კვლევების განხორციელებას ამ კუთხით.

ამავდროულად, როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ვირუსის წყაროს დადგენის კვლევაში, ჩინეთი კვლავ აქტიურად ჩაერთვება გლობალური თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე.

ვირუსი კაცობრიობის საერთო მტერია. პრევენციაც და მკურნალობაც ერთობლივ რეაგირებას საჭიროებს. წარმოშობის წყაროს მოკვლევა – სერიოზული და რთული სამეცნიერო პრობლემაა, რისთვისაც საჭიროა მთელი მსოფლიოს მეცნიერთა თანამშრომლობა და ყველა ქვეყნის მთავრობებისა და ხალხების ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა. მხოლოდ მეცნიერების გზით და მეცნიერებაზე დაფუძნებული სანდო კვლევით, სამეცნიერო მეთოდებისა და სამეცნიერო ფაქტების გამოყენებით, შევძლებთ საბოლოოდ დავადგინოთ სიმართლე. წარმოშობის კვლევის პოლიტიზირება და ეპიდემიის სტიგმატიზაცია მხოლოდ საზოგადოების აღშფოთებასა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე წინააღმდეგობას გამოიწვევს და მარცხისთვის არის განწირული, ” – თქვა ჭაო ლიძიენმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 16 ივლისს, 44 ქვეყანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს, ერთობლივად მიმართა (კიდევ 4 ქვეყანამ კი დამოუკიდებლად გაგზავნა წერილი). მათ ჯანმო-ჩინეთის ერთობლივი საექსპერტო ჯგუფის ანგარიშს მხარდაჭერა გამოუცხადეს, COVID-19-ის კორონავირუსული ინფექციის წარმოშობის შესახებ გლობალური კვლევის პოლიტიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ და აღნიშნეს, რომ ახალი კორონავირუსის წყაროს მიკვლევას ძალიან სერიოზული სამეცნიერო შრომასჭირდება.

2021 წლის 2 აგვისტოს, 300-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ, სამოქალაქო ორგანიზაციამ და კვლევითმა ჯგუფმა 100 -ზე მეტი ქვეყნიდან და რეგიონიდან ჯანმო -ს სამდივნოს”ერთობლივი განცხადებით” მიმართა. ეს განცხადება ხაზს უსვამს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას და მოუწოდებს ჯანმო-ს განახორციელოს ობიექტური და მიუკერძოებელი კვლევები ახალი კორონავირუსის წყაროს დასადგენად, “განცხადება” მტკიცედ ეწინააღმდეგება კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზირებას.”ერთობლივ განცხადებაში” ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო-ს სამდივნოს მიერ ორგანიზაციის წევრებს შორის საკმარისი კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად შემოთავაზებული  კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპის სამუშაო გეგმა არ აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნებს, სრულად არ ასახავს კორონავირუსის წარმოშობის გლობალური კვლევის უახლეს შედეგებს და ხელს არ უწყობს ამ საკითხის გამოსაძიებლად გლობალური თანამშრომლობის გაღრმავებას.

4 აგვისტოს მონაცემებით, უკვე 70-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს წერილებისა და განცხადებების საშუალებით, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგებიან ახალი ტიპის კორონავირუსის წყაროს მოკვლევის საკითხის პოლიტიზირებას. ქვეყნების ოფიციალური პირები, მეცნიერები,  ექსპერტები საერთაშორისო თანამეგობრობას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობისკენ მოუწოდებენ, პანდემიის კომპრომეტაციას, ვირუსის სტიგმატიზაციას და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზირებას ეწინააღმდეგებიან.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოუწოდებს ჯანმო-ს სამდივნოს სრულად გაითვალისწინოს ახალი სამეცნიერო მონაცემები და ჩინეთისა და ჯანმო-ს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი წინადადებები, სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში მხარი დაუჭიროს სამედიცინო ექსპერტებსა და მეცნიერებს COVID-19- ის წარმოშობის შესახებკვლევების ჩატარებაში, რათა შეჯამდეს საჭირო გამოცდილება ახალი პანდემიის თავიდან ასაცილებლად.

საერთაშორისო საზოგადოების საღი აზრი ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ მანიპულაციებთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის და საერთაშორისო საზოგადოების სამართლიანობას და მსოფლიოს ხალხთა ნებას ნათლად აჩვენებს. კორონავირუსი არის კაცობრიობის საერთო მტერი და მისი დამარცხება მხოლოდ მთელი საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

ლიკა ჟორჟოლიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *