ნავთობპროდუქტებისა და ავტოინდუსტრიის კომპანიებმა ბიზნეს ასოციაცია დააფუძნეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შესასრულებლად

მიმდინარე წლის 3 მაისს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წარდგენა.

ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდგომ განახორციელებს ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს, რომლის მთავარი მისია იქნება ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა.

ღონისძიებასდაესწრნენსაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, ექსპერტები გარემოს დაცვის საკითხებში, სხვადასხვა ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ნავთობპროდუქტებისა და საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები.

ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გარემოსდაცვის, ეკოლოგიის და ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მუდმივი განხილვა და რეკომენდაციების მომზადება შედარებით ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებისათვის; თავისი წევრებისათვის საინფორმაციო და საკანონმდებლო ბაზის შექმნა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;. საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ დამფუძნებლები არიან კომპანიები: შპს „ავტორაიდერი“;  შპს „ვისოლ ავტო ექსპრეს“; შპს „ავტო-ბანი 2000“; შპს „ჯეოტრონიკი“;შპს „ვაკო მოტორსი“;  შპს ,,აისი“; შპს ,,ალფა მოტორსი“, შპს „ამბოლი“ და ა(ა)იპ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“.

შესაბამისად, ასოციაციის გამგეობის წევრები არიან:  ბაკურ მებონია – შპს „ავტორაიდერი“;  ნიკოლოზ ხოდელი – შპს „ვისოლ ავტო ექსპრეს“; ბაკურ ხუნდაძე – შპს „ავტო-ბანი 2000“; გიგა ახვლედიანი – შპს „ჯეოტრონიკი“; ვახტანგ ქათამაძე – შპს „ვაკო მოტორსი“;  ირმა პატარაია – შპს ,,აისი“; დავით გაბროშვილი – შპს ,,ალფა მოტორსი“; ქეთევან დანელია – შპს „ამბოლი“; ვანო მთვრალაშვილი – „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“;

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი არის ბაკურ ხუნდაძე, ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ხოდელი და ირმა პატარაია; ხოლო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – ვანო მთვრალაშვილი.

„ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციამ“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პროცესთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულფასოვნად აღსრულების ხელშეწყობისა და სრულყოფის მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემდეგორგანიზაციებთან:  „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ და „თეგეტა გრინ პლანეტ“. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანია, მჭიდროდ ითანამშრომლონ ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის ერთიანი სტანდარტისა და მიდგომების დასანერგად,ერთობლივად იზრუნონ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების მოწყობასა და წინადადებების შემუშავებაზე;ითანამშრომლონ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვაში ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად  მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაციის გასავლელად, რათა განახორციელებს ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *