თელავის შუაგულში რესტორანი „ბატონთან“ გემოების ზეიმს გპირდებათ

თელავი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. აქ მასპინძლობა და კერძების დაგემოვნებაც განსაკუთრებულია. 

შუაგულ თელავში, ქართული რესტორანი “ბატონთან” სწორედ, ის ადგილია, სადაც მყუდრო და განსაკუთრებულ გარემოში უგემრიელესი კახური და ევროპული კერძების გასინჯვა შეგიძლიათ. რესტორანი ბატონის ციხის მოპირდაპირედ (მის: რუსთაველის გამზ. #2.) სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თელავის პირველ სართულზე მდებარეობს. რესტორნის ინტერიერი სადაა და  კახეთისთვის დამახასიათებელი ისტორიული ელემენტები კარგად ერწყმის თანამედროვეობას. მენიუ მრავალფეროვანია და პასუხობს როგორც ქართული ტრადიციული, ისე თანამედროვე ევროპული სამზარეულოების მოყვარული გურმანების მოთხოვნებს.

როგორც ამბობენ, კერძის ხასიათის და თავისებურების უკეთ აღსაქმელად გარემოს დიდი მნიშვნელობნა აქვს. რესტორანი „ბატონთან“ კი, თავისი ღია და დახურული სივრცეებით სწორედ, ამ ყველაფრისთვის იდეალური ადგილია. რესტორანი თანამედროვე და ვინტაჟურ სივრცეებს აერთიანებს, რომელიც იდეალურად შეეფერება „ბატონთან“ მენიუს კონცეფციას. 

როგორც ჩანს, რესტორნის დამფუძნებელს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი კვების ობიექტი სადაც, როგორც უცხოელი სტუმრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ძველებური ტრადიციებით მომზადებულ ოჯახურ კერძებს დააგემოვნებდა: ეს არის, ტრადიციული ქართული საოჯახო გემოვნული თვისებების მქონე რესტორანი. კერძების გამორჩეულ გემოს კი გარდა ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი პროდუქციისა
პროფესიონალი პერსონალი ქმნის, რომლებმაც მოიძიეს და აღადგინეს ბევრი მივიწყებული ქართული კერძი. რესტორანი ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად თანამედროვე კერძების მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ. 

რესტორნის შექმნელებმა ყველა ასაკის ადამიანებისთვის იზრუნეს. სამაგიდო თამაშების მოყვარულებს ლაუნჯ ბარი მასპინძლობს, ბავშვებისთვის კი ტერასზე შესანიშნავი გარემოა შექმნილი. ერთი სტიყვით, მობრძანდით „ბატონთან“ და თავი იგრძენით საკუთარ სახლში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *