უძველეს ქალაქ შანლიურფაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით – “გობექლითეფე, როგორც წმინდა ადგილის იდუმალება”

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, უძველეს ქალაქ შანლიურფაში მდებარე კოლიზეუმის არქეოლოგიურ პარკში ჩატარდება გამოფენა სახელწოდებით – “Göbeklitepe: The Enigma of a Sacred Place”. ეს იქნება ღონისძიება, რომელიც საზოგადოებას წაიყვანს მოგზაურობაში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მომხიბვლავი არქეოლოგიური ადგილის აღმოსაჩენად. გამოფენა ღია იქნება საზოგადოებისთვის 2024 წლის 25 ოქტომბრიდან 2025 წლის 2 მარტამდე კოლიზეუმში, რომელიც გთავაზობთ ცივილიზაციების მრავალფეროვან და საინტერესო ისტორიას.
ინაუგურაციის ცერემონიაზე, რომელიც 2024 წლის 24 ოქტომბერს, კოლიზეუმში გაიმართა, მონაწილეობდნენ ცნობილი პირები. გამოფენა გახსნილად გამოაცხადეს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, გოქჰან იაზგიმ და კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკის დირექტორმა და ალფონსინა რუსომ. მათ ხაზი გაუსვეს ამ საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე ღონისძიების მონაწილეებმა გარკვევით აღნიშნეს იტალიასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიო არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და შენარჩუნების საქმეში.
გობექლითეფე 11 000 წლის წინანდელ უძველეს მონუმენტურ ადგილად ითვლება, რომელიც 2018 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული. მან დიდი გარდატეხა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში. თუნდაც ის, რომ სწორედ გობექლითეფე იყო ადგილი, სადაც ადმიანები მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებიდან, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებზე გადავიდნენ.
გამოფენის გახსნის ცერემონიაზე გოქჰან იაზგიმ აღნიშნა:
„გობექლითეფე და თაშ ტეპელერის რეგიონი თავისი სხვადასხვა სამშენებლო კონსტრუქციებით, მოწმეა უმოძრაო ცხოვრების დასაწყისისა, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაციისა. ჩვენ მოხარულნი ვართ წარმოვაჩინოთ რეგიონის ისტორიული მემკვიდრეობები კოლიზეუმში, რემლიც უძველეს ღირსშესანიშნაობად ითვლება. მე გულწრფელად მადლობას ვუხდი ჩვენს იტალიელ კოლეგებს კაცობრიობის ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებისათვის. ”
აღსანიშნავია, რომ გამოფენა ვიზიტორებს შესთავაზებს მულტიმედიური შინაარსისა და 3D რეკონსტრუქციის მასალებს, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩაუღრმავდნენ ამ უძველესი ცივილიზაციის ისტორიას. გამოფენილი იქნება მაგალითად ადგილობრივი არტეფაქტები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
გამოფენას თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან და რომში თურქეთის საელჩოსთან თანამშრომლობით კურირებს იტალიელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, მათ შორის ალფონსინა რუსო, რობერტა ალტერი, დანიელ ფორტუნა და ფედერიკა რინალდი.
გარდა ფიზიკური არტეფაქტებისა, რომლებიც კოლიზეუმში პირდაპირ თურქეთიდან იქნა ჩამოტანილი, გამოფენა გთავაზობთ ინტერაქტიულ შინაარსს, როგორიცაა ვირტუალური ტურები და ვიდეო ინსტრუქციები, რომლებიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ისტორია სხვადასხვა პერსპექტივიდან. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება თემატური კონფერენციები და სემინარები, რომლებშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის ექსპერტები.