საუბრები ბედნიერებაზე – ბედნიერების ელჩი სტუმრად „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“
მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენი ბედნიერება !
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელთან კოგნიტურ/შემეცნებით ვიზუალურ არტისტთან, “ბედნიერების ელჩთან” – არსენ გვენეტაძესთან (Dr. AG) გაიმართა შეხვედრა თემაზე „ბედნიერება გაზიარებით იბადება!“.
ეს იყო თავისუფალი ლექცია აუდიტორიის ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში. არსენ გვენეტაძის თქმით, სიხარულისა და ბედნიერების ემოცია სწორედ ასეთ დროს გვჭირდება, როდესაც მსოფლიოში ომია და შეიძლება ადამიანების დიდი ნაწილი სულაც არ იყოს მხიარულების ხასიათზე. იყავით დღევანდელი დღით ბედნიერი: წარსულზე ფიქრით თავს ნუ გადაიღლით, რასაც ვერ შეცვლით და მომავალიც ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ! „იყავით ბედნიერები ახლა და ამ წუთას“ – სწორედ ასეთია “ბედნიერების ფორმულა” ბედნიერების ელჩისგან“!
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების განწყობაზე, ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. ეს კი უფრო ემოციური და სახალისოა შუშხუნა სიდრის თანხლებით, “ – განმარტავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
„ბედნიერება მიუღწეველი იქნება იქამდე, სანამ არ ისწვალით, იყოთ ბედნიერები ახლა და ამ წუთას. თუ თავისუფალი ადამიანი ღირსებასთან დამეგობრდება, შანსი იმის, რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს, დიდია და ეს ფორმულით ასე გადმოვეცი – “თავისუფლება + ღირსება = ბედნიერებას“… ეს ალბათ ბევრისთვის საკამათოა, მაგრამ ჩემთვის ასეა და კარგია! დამიჯერეთ ცხოვრება უმარტივესია, მას ჩვენ ვართულებთ“– აღნიშნავს არსენ გვენეტაძე (Dr. AG), რომელმაც მოსულ სტუმრებს უფრო მეტი ბედნიერება ადგილზე, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გაუზიარათ.
მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ამით არ დასრულებულა საღამოს დიჯეი და პროდიუსერma GogiGunia ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიული სინთეზი წარმოადგინა.
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.